ლა ლიგის მე-9 ტურში მადრიდის "რეალმა" "'ოსასუნა" 4:0 დაამარცხა.
პირველი ორი გოლი ჯუდ ბელინგემმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დაისაკუთრა. ინგლისელ ფეხბურთელს 8 ტურში 8 გოლი აქვს გატანილი.
დარჩენილი ორი გოლი ვინისიუსმა (65) და ხოსელუმ (70) გაიტანეს.
ამრიგად, "ბლანკოსი" 24 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "სევილიასთან" გამართავს.
"ოსასუნა" 10 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება, 20 ოქტომბერს კი "გრანადას" უმასპინძლებს.
ნუ რათქმაუნდა თვითონაც დიდი ტალანტია.