იაკობიშვილის დებიუტი, დოვბიკის ჰეთ-თრიკი - "ჟირონამ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 21-ე ტურში „ჟირონამ“ საკუთარ მოედანზე „სევილია“ 5:1 დაამარცხა.

სტუმრები რომერომ დააწინაურა, რის შემდეგაც უკრაინელმა დოვბიკმა ექვსწუთიან ინტერვალში ჰეთ-თრიკი შეასრულა. 30-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის ცენტრალურმა მცველმა ხუანპემ ტრავმა მიიღო და 19 წლის ანტალ იაკობიშვილმა (სიმაღლე 193 სმ) შეცვალა, რომელიც უნგრეთის მოქალაქეა და პრიმერაზე მისი დებიუტი შედგა. ის „ბარსელონას“ 17 წლის მეკარის, არონ იაკობიშვილის ძმაა.

ანტალმა ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა - Flashscore 7.5, Sofascore 7.3, Whoscored 7.2.

შესვენების შემდეგ ანდალუსიელთა კარი მეორე უკრაინელმა ლეგიონერმა ციგანკოვმა დალაშქრა, ბოლოს - შეცვლაზე
შესულმა ვეტერანმა სტუანიმაც და კატალონიურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

„ჟირონა“ 52 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 1 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 24 იანვარს გასვლაზე თასზე „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

ჟირონა. „მონტილივი“
ჟირონა - სევილია 5:1
გოლები: 0:1 რომერო (10), 1:1 დოვბიკი (13), 2:1 დოვბიკი (15), 3:1 დოვბიკი (19), 4:1 ციგანკოვი (57), 5:1 სტუანი (89)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ძალიან ჭკვიანი ბიჭი ჩანს, მოედნის ხედვაც და პასიც კარგი აქვს. 19 წლის მცველისთვის იდეალური დებიუტი ჰქონდა. სამწუხაროა რომ საქართველოს მოქალაქე არ არის
მამუკა
03:48 22-01-2024
0
დოვბიკის სტილის ფეხბურთელი გამოგვადგებოდა ნამკრებში. შორიდან კარგად ურტყამს. თავითაც გააქვს გოლები.
ქ. გ.
08:49 22-01-2024
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული