ბელინგემი და ხესუს ხილ მანსანო დაისაჯნენ - "რეალი" გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

AutoSharing Option
ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩის სკანდალურად დასრულების შემდეგ, სადაც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" "რეალს" უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა, სასჯელები გახდა ცნობილი.

მოგეხსენებათ, მატჩის არბიტრმა ხესუს ხილ მანსანომ მადრიდელთა ბოლო შეტევის დროს, რა მომენტშიც "ბლანკოსის" ერთ-ერთი ფეხბურთელი ბურთს საჯარიმოში აბრუნებდა, თამაში დაამთავრა, რამდენიმე წამში კი ჯუდ ბელინგემმა გოლი გაიტანა.

არბიტრმა სამსაჯო კომიტეტში განხილვის დროს შეცდომა აღიარა და ის ლა ლიგის მომდევნო 2 ტურში არ იმსაჯებს.

დაისაჯა ჯუდ ბელინგემიც, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. ინგლისელის საქციელი, რომელიც მსაჯს ეკამათებოდა, შეურაცხყოფად და უპატივცემულობად აღიქვეს, ამიტომ 2 მატჩის გამოტოვებით დააჯარიმეს, "რეალი" კი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი რამე ვერ გავიგე, მსაჯი გაამტყუნეს და დასაჯეს, ესეიგი იმ მომენტში არ იყო მართალი და ამ დროს მისი ნამოქმედარი რატომ გაამართლეს? რაღაც ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებს სთავაზობენ გულშემატკივრებს
მამუკა
06 მარტი 2024 23:52
2
ცოცხალი თავით არ უნდა არცერთ ფედერაციას მსაჯის შეცდომის გამო შედეგის ცვლილების ან გადათამაშების პრეცედენტის დაშვება.

ერთი ფაქტი სადმე და წავა წყალივით
დონ ვიტო
28 მარტი 2024 15:00
0
დღეს ლაიპციგს გახვრიტავს ჯუდუ ბიძია
irakli
06 მარტი 2024 21:57
4
მსაჯთა კომისიამ გაამტყუნა ეს არბიტრი და სად არიან ის ექსოერტები..არიქა არ იყო გოლისამართლიანიო..არცერთ ქართველს არ სურს მამარდას კარში გოლი..ვისი თავგადაკლული ფანიც არ უნდა იყვე..მაგრამ სიმართლეს ვერ წაუხვალ..
კიეზა
06 მარტი 2024 20:22
5
ოჰ? "ჯუდიკოს" როგორ აკადრეთ???
გიგა
06 მარტი 2024 15:20
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული