ხავიმ "ბარსელონას" დატოვება გადაიფიქრა - რა მოხდა ლაპორტასთან სახლში შეხვედრაზე?

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ გუნდის დატოვება გადაიფიქრა, - ამის თაობაზე ინფორმაციას კატალონიური "სპორტი" ავრცელებს.

გამოცემა იტყობინება, რომ კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საკუთარ სახლში სპორტული დირექტორი დეკო და ხავი მიიწვია და ის კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩენაზე დაიყოლია.

ელ კლასიკოში მარცხის შემდეგ "ბარსასთან" დაახლოებულმა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ხავი იმ შემთხვევაში დარჩებოდა, თუ შემადგენლობის გაძლიერების გარანტიას მიიღებდა, რაც ბევრმა არასერიოზულად აღიქვა.

ხავიმ იანვარში განაცხადა, რომ ივნისში "ბარსელონას" დატოვებდა, რის შემდეგაც გუნდმა 13-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩაატარა, მერე კი ჩემპიონთა
ლიგიდან გამოვარდა და "რეალთან" მარცხი განიცადა. ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ "ბლაუგრანას" თავკაცმა დანი ოლმოს, ბერნარდო სილვას და გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველის დამატება მოითხოვა, რომელთა შესაძენად ჯერ ფული არ აქვთ, თუმცა იმედოვნებენ, რომ იშოვიან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ჩავიც მეორე, ალეკო კინტო ელისაშვილია! რატომ? კინტოც იძახდა ქუდი, რო შემიგდონო პარლამენტში არ შევალო, კარგად შეცუნცულდა უქუდოდ?! ჩავიც ბაქი-ბუქობდა არაფერი შემაცვლევინებსო ჩემს გადაწყვეტილებასო და კარგად წაიღო თავისი სიტყვები უკან?! ბიჭოს! თუ დაიფიცებთ არაო, უნდა შეასრულოთ კიდევაც!
შეფიცულებს!
25 აპრილი 2024 12:27
1
ოცნებას, ყოველშემთხვევაში მასიუარად ქართველი ერისთვის გენოციდი არ მოუწყვია! შეხედე სალომეს "პირად გმირს" როგორი გალამაზებული, არა გამხდარი გამობრძანდა ციხიდან? და შეადარე მიშას დროინდელ ნაწამებ პატიმრებს განსხვავებას ვერ ხედავ? ეხლა შენს კომენტარზე "გადაგდებაზე" უკვე ძაან რო გაუბერა ნაცებმა და შეკრებას და გადამზადებას, რო აწყობდნენ ფრანკლინის კლუბებში, რა დაფინანსებით? ეს გამოსვლები ნაცების ხელიშეწყობით, რომ არის ამას ნებისმიერი ვხვდები, გადატრიალების მიზნით ხდება აქციები, საუბედუროდ ამ ახალგაზრდებს იყენებენ და თვითონ დამალულები არიან ვითომ ლიდერები. და ამაზე ოცნებას რეაგირება არ მოეხდინა? რაც შეეხება "ვითომ რუსულ კანონს" მანდ არაფერია რუსული, მთელ ევროპაში ყველაზე შერბილებული კანონია, მაგრამ ამის გაგონება არ სურთ ლიბერასტებს, რადგანაც შავი ფულების სუნი ტრიალებს.
????-ს
25 აპრილი 2024 14:50
2
რაღა ელისაშვილი გაგახსენდა უკან წაღებულ სიტყვებზე, ოცნება და ბიძინათი დაგეწყო შე კაცო, რომ გადააგდო და დღემდე აგდებს მთელს საქართველოს. თუ ქოცი ხარ და არ გაწყობს.
????
25 აპრილი 2024 14:09
2
კვარას გამო, ნაპოლი გასაგებია, მაგრამ ეს ბარსელონა წმინდა გრაალია? მაგის გარდა, მინიმუმ 2 ათეული გრანდია მსოფლიო ფეხბურთში. აქ კიდე, სულ ბარსა და ხავი. ინტერმა სკუდეტო მოიგო, ლევერკუზენი მთელი სეზონია არ აგებს, ისე გავიდა ევროპის ლიგის ნახევარფინალში და მოიგო ბუნდესლიგა. ინგლისში 3 გუნდს აქვს ჩდმპიონობის შანსი და წყვეტაა. არაფერს არ ვიმჩნევთ.
ციციკორე
25 აპრილი 2024 11:07
5
Cicikore xo ar chamoscxe? Yvelaze cota iwereba barsaze aq
Huh
27 აპრილი 2024 00:39
1
იმიტო რო რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ბარსა ბარსაა და თუ უკეთ გაერკვევი ფეხბურთში მიხვდები რო ინტერი და ბაიერ ლევერკუზენი სულ რო დღეს გაუქმდეს ბარსა ვერასდროს შეედრებიან. იმედია ეხლა გაიგე!!!
barca
25 აპრილი 2024 17:20
2
ადრე იყო ამისთვის ბარსას მწვრთნელობა, ყატარიდან ჯერ რამე ევროპული გუნდი უნდა გაეწრთვნა ერთი-ორი წელი. მომავალ წელს უფრო გაიბანძებს თავს, ლაპორტა ვერავის ვერ დაიმატებს ისეთს რეალს რომ წინააღმდეგობა გაუწიონ, აღარაფერს ვამბობ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე
მამუკა
25 აპრილი 2024 04:35
4
ეჰჰ
@
25 აპრილი 2024 02:27
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული