ლა ლიგის ბინადარმა "სევილიამ" გვაუწყა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანცისკო ხავიერ გარსია პიმიენტა გახდა, რომელმაც ანდალუსიურ გუნდს "ლას პალმასიდან" მიაშურა და ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
ის წარსულში "ბარსელონას" ახალგაზრდულ კლუბებს ავარჯიშებდა.
"სევილიას" გასულ სეზონში კიკე სანჩეს ფლორესი მოძღვრავდა და გუნდმა ლა ლიგაში მე-14 ადგილი დაიკავა.