24 წლის შემდეგ - ფიგუს ერთადერთი სინანული აქვს და ეს "ბარსელონადან" "რეალში" გადასვლა არაა

AutoSharing Option
2024 წლის 24 ივლისს 24 წელი გავიდა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ტრანსფერიდან. ყველას კარგად მოგეხსენებათ, სწორედ ამ დღით მადრიდის "რეალმა" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "ბარსელონადან" ლუიშ ფიგუ იყიდა.

ამ ამბავს მაშინვე დიდი ამბები მოჰყვა და მალე პორტუგალიელს "ნოუ კამპზე" ღორის თავიც ესროლეს, თუმცა წლების გასვლისა და Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობის შემდეგ ის ამბობს, რომ ერთადერთი სინანული აქვს და ეს "ბარსელონადან" "რეალში" გადასვლა არაა.

ფიგუს თქმით, გული მხოლოდ იმაზე სწყდება, რომ "სამეფო გუნდში" სტივენ ჯერარდთან ერთად ვერ ითამაშა. 2000-იანი წლების დასაწყისში
"ბლანკოსს" "ლივერპულის" ლეგენდის დამატება მართლაც სურდა, თუმცა ინგლისელმა "ენფილდზე" დარჩენა გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგ იმის დასტურია, რომ ჯერარდი შენთან შედარებით და ალბათ ბევრისგან განსხვავებით კაცია და არა შენსავით ფულზე გაყიდული არაკაცი
ზაკო
19:16 24-07-2024
12
მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი ვერ აიღო, ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან, რომელსაც არც მანამდე და არც მის მერე ხეირიანი აღარაფერი გაუკეთებია ფეხბურთში.
ორი ასეთი კრახის მერე ჯერარდზე თუ სწყდება გული ყველაზე მეტად, მართლა სულელი ყოფილა და აღარც მიკვირს ხელიდან გაშვებული სანაკრებო ტიტულები.
tikitoki
16:27 24-07-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული