ყველაფერი შეთანხმდა - პსჟ-ის მფლობელი კომპანია ესპანურ გუნდს ყიდულობს

AutoSharing Option
L'Equipe-ს ინფორმაციით, კომპანია Qatar Sports Investments, რომელიც პსჟ-ის მფლობელია, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "მალაგას" შეძენასთანაა ახლოს.

ორგანიზაცია დიდი ხანია იკვლევს სხვადასხვა საინვესტიციო ვარიანტს ევროპაში და, როგორც რამდენიმე გამოცემა იტყობინება, QSI-მ "მალაგას" შეძენა თითქმის დაასრულა.

ამჟამად სეგუნდა დივიზიონის ბინადარი კლუბის სავარაუდო ღირებულებად 100 მილიონი ევრო სახელდება. "მალაგა" ამჟამად კატარელი შეიხ აბდულა ალ-ტანის საკუთრებაა, მაგრამ კლუბის ფინანსურ მხარეზე ეს არ ისახება.

გეტყვით იმსაცა, რომ QSI ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებს ერთ-ერთი ბელგიური კლუბის ყიდვაზეც, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით არ სახელდება.
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ