უკრაინული გამოცემა: "საბურთალოს" მატჩში კოეფიციენტები საეჭვოდ იცვლება

AutoSharing Option
უკრაინული გამოცემა bookmaker-ratings.com.ua "საბურთალო"-"არარატ-არმენიას" დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე პუბლიკაციას ავრცელებს, სადაც საუბარი მიდის კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებებზე. სტატიის ავტორია ალექსანდრ პეტრაში.

"ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში "საბურთალოსა" და "არარატ-არმენიას" შორის ფიქსირდება კოეფიციენტების საეჭვო ცვლილებების დინამიკა. ეს არის მეორე შემთხვევა. ადრე საეჭვო კოეფიციენტები ერევანში ჩატარებულ შეხვედრაში დაფიქსირდა.

ODDS.ru-ს ცნობით, სპორტული სტატისტიკის ონლაინ-პორტალის მიხედვით, "საბურთალოს" მოგების კოეფიციენტი 8 აგვისტოს 1.85-დან 1.95 ქულამდე მერყეობდა, რაც შეესაბამებოდა 51-54%-იან მოგების ალბათობას. მიუხედავად ამისა, 14 აგვისტოს, საქართველოს ჩემპიონის კოეფიციენტი 2.36-მდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისური
გუნდის გამარჯვების ალბათობა 42%-მდე შემცირდა.

ამასთან, ”არარატ-არმენიას” გამარჯვების საწყისი კოეფიციენტი იყო 4.1, რაც შეესაბამება 24%-იან ალბათობას. ამ ეტაპზე შესაძლებელია დაიდოს ფსონი სომხური კლუბის გამარჯვებაზე 2.9 კოეფიციენტით. ალბათობის პროცენტი 35%-მდე გაიზარდა. ფრის შედეგის შანსებმა ასევე განიცადა მცირედი ცვლილებები.

ის, რაც ახლა ხდება, როდესაც კოეფიციენტი 3.34-დან 2.98-მდე ეცემა, ყველა მიზეზს გვაძლევს, რომ მატჩი საეჭვოდ მივიჩნიოთ. ზოგიერთ ბუკმეკერულ კანტორაში თანაფარდობამ 4.00-იან კოეფიციენტს მიაღწია. სტუმრების გამარჯვებაზე დიდი მოთხოვნაა. ანალოგიურად, შანსები შეიძლება შემცირდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფეხბურთელის ტრავმაზე გახდება ცნობილი. იმის გამო, რომ არ არის მსგავსი ფაქტი, მაშინ ნამდვილად არსებობს კოეფიციენტების საეჭვო მოძრაობა", - განმარტა ODDS.ru-ს მთავარმა რედაქტორმა არტემ ჰარუთიანმა.


altსაბურთალო VS არარატ-არმენია - ვის წარუძღვება "მიმინო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში?



მკითხველის კომენტარები / 24 /
ოოოო უკრაინულმა გამოცემამ თუ თქვა მაშინ მისაღებიაD.D.D. ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში დღეში რამოდენიმეჯერ იცვლება კოეფიციენტები და მერე რა მოხდა? ითამაშე ბიძია ითამაშე ფეხბურთი თუ ხარ ფეხბურთელი
xx
16 აგვისტო 2019 12:31
6
თუ ვინმე ფიქრობს რო ეს თამაში გაყიდული არ იყო მაშინ ისიც უნდა დაიჯეროთ რო ამ კომენტარს ცნობილი ფიზიკოსი აინშტაინი წერს...
gayidulia
15 აგვისტო 2019 18:50
4
რა არის იცით? ჩვენ ხომ ზაგრებთან წაგებაზე ხმა არ ამოგვიღია? ვიცოდით, რომ ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაგრამ არარატი?... ძლიან საეჭვო რაღაცეები ხდებოდა, მაგალითად თავდასხმელი ათი ნომერი ყველა თამაშში იღებს ყვითელს, ასეთ პასს აკეთებს და მერე ასეთი პენალტი, რა იყო მესი ხომ არ უტევდა? პირველი გოლიც ძალიან რაღაცნაირად გავიდა, იმედია ვცდებოდე!
x.x
15 აგვისტო 2019 18:43
0
"თუ გინდათ, ნამდვილი ფეხბურთი ნახოთ, დახურეთ ტოტალიზატორები" - დიეგო მარადონა.
Leo
15 აგვისტო 2019 14:01
0
ჩემი თავი და ჩემნაირი ფეხბურთის გულშმატკივრები მეცოდება, მართლა რომ განვიცდიდი და ორ ტაიმში ორი კოლოფი სიგარეტი მოვწიე, ნერვიულობისგან და გული ეხლაც მჩხვლიტავს, თურმე სადა ვბანაობ, ვინ ფიქრობს მოგებაზე და ნერვიულობაზე!!!!არ მინდა ესეთ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ საუბედუროდ წასასვლელი არსად არა მაქვს!!!!!!
tbiliseli
15 აგვისტო 2019 13:10
0
tbiliseli ეს მარტო ქვეყნის ამბავი არ არის, ინტერნაციონალური მოვლენაა... ზუსტად იგივე მოხდა ყარაბახი აპოელის წყვილში, ან პორტო კრასნოდარის შედეგები ნახე, ან კლუჟი სელტიკის, ან პსჟ მანჩესტერის წყვილი გაიხსენე წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე, ან რეალ აიაქსის, ან ბარსელონა ლივერპულის... ფეხბურთი როგორც სპორტი აღარ არსებობს დიდი ხანია. ბოლო ხუთ მსოფლიო ჩემპიონატში ოთხჯერ მოქმედი ჩემპიონი ჩარჩა ქვეჯგუფში!...
ასე რომ - "თუ გინდათ, ნამდვილი ფეხბურთი ნახოთ, დახურეთ ტოტალიზატორები" - დიეგო მარადონა.
No God Slave
15 აგვისტო 2019 17:38
0
გავფარჩაკდით - როგორც ერი!!! ფული იშოვებოდეს და ყველაფერზე ვართ წამსვლელი!!! საერთოდ ყველაფერზე... აღარაფერი წმინდა აღარ შეგვრჩა... მიზანი მიღწეულია!!!
koba
15 აგვისტო 2019 11:09
0
განა არ იცოდი ფარჩაკები რო ხართ და ფულის გულისთვის ყველაფერზე წახვალთ?
123
16 აგვისტო 2019 12:33
3
ეს საბურთალოს წარმომადგენელი ყრმაწვილი არის, ამჟამად სფფს ვიცე პრეზიდენტის (საბურთაოს ერთერთი დამაარსებელის) კახა ჭუმბურიძის ძმის შვილი. ეს ბავშვი იმდენადაა გათავხედებული ასე ყველას ეუზრდელება, მათ შორის ფეხბურთელებსაც, გახსოვთ ვიდეო როდესაც დინო ჰამზიჩს ხელითაც კი ეხება! ეს შაიკა, ვიცე პრეზიდენტ ჭუმბურიძის კრიშით, სპორტის ყოფილი მინისტრის, (აუდის წარმომადგენლის საქართველოში და ტენდერების ჩაწყობით მომგები) ხეჩიკაშვილის და გუნდის დირექტოის ნარკომანი კახა კაშიას თამადობით არ არიან ფეხბურთის განვითარებით დაინტერესებული, მათ უნდათ მხოლოდ ფული და გავლენა, თორე ამათ რაც ახლა შანსი ქონდათ, მინიმუმ გუნდს გააძლიერებდნენ ასეთი კენჭისყრის წინ და ჯგუფში შევიდოდნენ, მაგრამ ამათ ფული იშოვეს ეგრევე!
waso
15 აგვისტო 2019 10:24
1
ესე იგი, სომხეთშიც იყომარბაზეს და აქაც, ორმაგი მაყუთი მოხსნეს ბიჭებმა. გულშემატკივარი კი გაფარჩაკდა - იქ თურმე ტყუილად გვიხაროდა და აქაც ტყუილად ვიშლიდით ნერვებს, გორბაჩოვი-მამა ბუშის მოლაპარაკებას გავდა მალტაზე, საქართველოს ბედი 50 წლით რომ გადაწყვიტა.
გიორგი
15 აგვისტო 2019 10:12
0
ფეხბურთიც რომ ქოცური ქვაგვს
ზურა
15 აგვისტო 2019 09:58
16
რა უნდა ქნას საბურთალომ ჯგუფში, დაახევენ ბურტს თავზე, ჰოდა იციან ეს და ისე მსოფლიოს თვალში გაფარჩაკებას, ისევ საკუთარი მაყურებლის თვალში გაფარჩაკება ამჯობინეს, თან ფულიც იშონეს დაუბეგრავად. არაფერი გვეშველება, არაფერიიი. სომხებს რომ თბილისში მოაგებინებ და ამაში ფულს იშონი, ასეთი ერისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ფარჩაკები, ლილიპუტები, ტფუ თქვენი
ვასო
15 აგვისტო 2019 09:47
1

სიახლეები პოპულარული