ევროპა ლიგა. I ტური: წაგების მიუხედავად, ოდიშარია ერთ-ერთი საუკეთესო იყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა.

"რიგასი" გასვლაზე "სტიაუასთან" 1:4 დამარცხდა. სტუმართა რიგებში ლაშა ოდიშარიამ 84-ე წუთამდე ითამაშა, ლუკა სილაგაძე კი 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ოდიშარია მწვრთნელმა ვიკტორს მოროზსმა მისთვის უჩვეულო, მარცხენა მცველის პოზიციაზე დააყენა და ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შეფასებები: whoscored 7.0, flashscore 7.0, sofascore 6.7. ანალიტიკურმა საიტებმა სილაგაძის თამაში შეაფასეს: sofascore 6.5, flashscore 6.2, whoscored 6.0.

ლატვიური კლუბი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატზე ლიდერია, ევროპა ლიგაზე შემდეგ შეხვედრას 3 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე "გალათასარაისთან" ჩაატარებს.

ბუქარესტი. "არენა ნაციონალა"
სტიაუა - რიგასი
4:1

გოლები: 1:0 ბირლიჯა (8), 1:1 ლიპუშჩეკი (23), 2:1 სტეფანესკუ (32), 3:1 ოლარუ (58), 4:1 ოლარუ (69)

სხვა მატჩების შედეგები

ფენერბაჰჩე - უნიონი 2:1
მალმიო - რეინჯერსი 0:2
აიაქსი - ბეშიქთაში 4:0
აინტრახტი - ვიკტორია 3:3
რომა - ბილბაო 1:1
ბრაგა - მაკაბი 2:1
ტოტენჰემი - ყარაბაღი 3:0

მკითხველის კომენტარები / 2 /
ე ბიჭო, დაწერეთ რამე ამ ბიჭზე კომენტარებში, ეს ის პროჭი იდიშარია კი არაა.
დდდ
11:37 27-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული