კუმანი: ასე არ შეიძლება, ქუსლით ამდენი პასი წლების განმავლობაში არ მინახავს

AutoSharing Option
ბელორუსის ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, ჰოლანდიელთა დამრიგებელმა რონალდ კუმანმა საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა.

"ჩვენ ზედმეტად თავისუფლად ვითამაშეთ. ქუსლით გაკეთებული ამდენი პასი აქ წლების განმავლობაში არ მინახავს. სიტუაცია მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს და მეორე ტაიმში გამოვასწორეთ.

როდესაც 1:0-ს იგებ, დისციპლინირებულად თამაში გმართებს. როგორც ჩანს, ამას ჯერ ვერ ვაკონტროლებთ. საქმე იქამდე მივიდა, რომ საკუთარ საჯარიმოში რამდენიმე დარტყმის ბლოკირება მოგვიხდა.

ანგარიში სწრაფად გავხსენით. ეს იდეალური სცენარია, თუმცა ამის შემდეგ ისე უნდა ითამაშო, როგორც ეს მეორე ტაიმში გავაკეთეთ.

არასდროს უნდა იფიქრო, რომ თუ ანგარიში 2:0-ია,
გამარჯვება ადვილი იქნება. ამ კუთხით ჩვენს გუნდს კიდევ აქვს სამუშაო", - განაცხადა კუმანმა.

ის ასევე გამოეხმაურა მემფის დეპაის თამაშს, რომელმაც ნაკრების შემადგენლობაში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, "ლიონში" კი სეზონს საშუალო დონეზე ატარებს.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ მემფისი შესანიშნავი ფეხბურთელია. შესაძლოა, კლუბში რთული პერიოდი უდგას, თუმცა, როდესაც ის თავისუფლებას და ნდობას გრძნობს, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია", - განაცხადა ჰოლანდიელთა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსთან მოგებულ შეხვედრაში (4:0) მემფისმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული