EURO 2020. საკვალიფიკაციო: იტალიამ საბერძნეთი, თურქეთმა საფრანგეთი, გერმანიამ კი ბელარუსი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 ივნისს, ევროშესარჩევის მატჩები 5 ჯგუფში გაიმართა.

გერმანიამ სტუმრად 2:0 ბელარუსს სანესა და როისის გოლებით სძლია და 6 ქულით C ჯგუფში მეორე ადგილზეა, ლიდერი კი 9 ქულით ჩრდილოეთ ირლანდიაა, რომელიც მართალია უდანაკარგოდ მიიწევს წინ, თუმცა ჯერ მხოლოდ ესტონეთსა(2-ჯერ) და ბელარუსს შეხვდა.

ხორვატიამ შინ 2:1 მოუგო უელსს და 6-6 ქულით უნგრეთთან ერთად E ჯგუფში პირველ-მეორე პოზიციას იყოფს.

თურქეთმა საკუთარ მოედანზე მოულოდნელად 2:0 მოუგო საფრანგეთს და 9 ქულით H ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. ბოლო 10 წლის მანძილზე საფრანგეთის ნაკრებმა კარში ვერც ერთხელ ვერ
დაარტყა. გალთა თავდამსხმელმა მბაპემ ბურთი 22-ჯერ დაკარგა, რაც მისი ანტირეკორდია.


იტალიამ როგორც იქნა, აჩვენა თავისი საკადრისი თამაში - გასვლაზე საბერძნეთი 3:0 დაამარცხა და
J ჯგუფს ქულადაუკარგავად უდგას სათავეში.

I ჯგუფში რუსეთმა სან მარინო 9:0 გაანადგურა. მატჩს 42 ათასი მაყურებელი დაესწრო, სან მარინოს მოსახლეობა კი 33 ათასია. ამ ჯგუფში პირველ ადგილზე 9 ქულით ბელგიაა, რომელმაც სახლში ყაზახეთს 3:0 მოუგო.

C ჯგუფი
ტალინი. "ლე კოკ არენა"
ესტონეთი - ჩრდ. ირლანდია 1:2
გოლები: 1:0 ვასილევი (25), 1:1 ვაშინგტონი (77), 1:2 მაგენისი (80)

ბორისოვო. "ბორისოვო არენა"

ბელარუსი - გერმანია 0:2
გოლები: 0:1 სანე (13), 0:2 როისი (62)

E ჯგუფი
ოსიეკი. "გრადსკი"
ხორვატია - უელსი 2:1
გოლები: 1:0 ლოურენსი (17, საკ. კარში), 0:2 პერიშიჩი (2:0), 2:1 ბრუკსი (77)

ბაქო. "ბაქსელ არენა"
აზერბაიჯანი - უნგრეთი 1:3
გოლები: 0:1 ორბანი (18), 0:2 ორბანი (53), 1:2 მამედოვი (69), 1:3 ჰოლმანი (71)

H ჯგუფი
რეიკიავიკი. "ლაუგარდალსვოლიური"
ისლანდია - ალბანეთი 1:0
გოლი: გუდმუნდსონი (22)

კიშინიოვი. "ზიმბრუ"
მოლდოვა - ანდორა 1:0
გოლი: არმასი (8)

კონია. "ბიუკშეჰირი"
თურქეთი - საფრანგეთი 2:0
გოლები: 1:0 აიჰანი (30), 2:0 უნდერი (40)

I ჯგუფი
სარანსკი. "მორდოვია"
რუსეთი - სან მარინო 9:0
გოლები: 1:0 ცევოლი (25, საკ. კარში), 2:0 ძიუბა (31, პენ), 3:0 კონდრაშოვი (36), 4:0 მირანჩუკი (71), 5:0 ძიუბა (73), 6:0 ძიუბა (76), 7:0 სმოლოვი (77), 8:0 სმოლოვი (83), 9:0 ძიუბა (88)
გამოუყენებელი პენალტი: ძიუბა (76)

ბრიუსელი. "ბოდუინი"
ბელგია - ყაზახეთი 3:0
გოლები: 1:0 მერტენსი (11), 2:0 კასტანი (14), 3:0 ლუკაკუ (50)

გლაზგო. "ჰემპდენი"
შოტლანდია - კვიპროში 1:1
გოლები: 1:0 რობერტსონი (61), 1:1 კოუსოლოსი (87)

J ჯგუფი
ერევანი. "ვაზგენ სარგსიანი"
სომხეთი - ლიხტენშტეინი 3:0
გოლები: 1:0 ხაზარიანი (2), 2:0 კარაპეტიანი (18), 3:0 ბარსეგიანი (90+1)

ტამპერე. "რატინანი"
ფინეთი - ბოსნია 2:0
გოლები: 1:0 პუკი (56), 2:0 პუკი (68)

ათენი. "ოლიმპიური"

საბერძნეთი - იტალია 0:3
გოლები: 0:1 ბარელა (23), 0:2 ინსინიე (30), 0:3 ბონუჩი (33)


მკითხველის კომენტარები / 1 /
შოტლანდიამ 2:1 მოიგო - გაასწორეთ ანგარიში...
SKALA
17:43 10-06-2019
0

სიახლეები პოპულარული