თუ პანდევი იტანს, ჩრდ. მაკედონია დაუმარცხებელია - ვეტერანის საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option
12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება - საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლებს.

პანდემიის ფონზე, ქვეყნებში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, რამდენიმე ფეხბურთელის თბილისში ჩამოსვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ჩრდილომაკედონიელთა ლიდერი გორან პანდევი საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა. ამის მიზეზად ზემოთ აღნიშნული მდგომარეობა ითვლებოდა, თუმცა მაკედონიურმა გამოცემამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

პანდევი, აგერ, უკვე 16 წელია იტალიის სერია A-ში ასპარეზობს. ამჟამად ის "ჯენოას" ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში ერთი გოლი აქვს გატანილი.

საკლუბო დონეზე რომ არაფერი ვთქვათ, პანდევის როლი ნაკრებისთვის შეუცვლელია. გარდა 
იმისა, რომ ის მაკედონიელთა ყველა დროის ბომბარდირია (35 გოლი), მის თითოეულ გოლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

2009 წლის შემდეგ, ყველა შეხვედრაში (საერთაშორისო დონე), როცა გორანმა თავი გატანილი 
გოლით გამოიჩინა, ჩრდილოეთი მაკედონია დაუმარცხებელია (13 მოგება, 2 ფრე).

altჩრდილომაკედონიელები გამარჯვებას წინასწარ ზეიმობენ

altპანდევი თბილისში ითამაშებს, ელმასი და ადემი საეჭვოა

მკითხველის კომენტარები / 9 /
კიდევ ერთი, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება უნდა ჩვენი ჩამშლელებისგან, ერთ-ერთი პერსონალურად თუ აიყვანს და ბურთის მიღებაში შეზღუდავს, დიდ კოზირს მოგვცემს, დარწმუნებული ვარ კანკავა მოერევა და გათიშავს თამაშიდან თუ დაავალეს სანამ კვეკვესკირი ან აბურჯანია სხვა ზონას გააკონტროლებენ
წარმატებები ბიჭებო, თქვენი და მთელი საქართველოს კარიერის მატჩია, შესაძლებლობების მაქსიმუმი, არცერთი წუთი მოდუნება, სრული კონცენტრაცია და დიდი გამარჯვების შემოქმედები გახდებით!
გიორგი
22:14 10-11-2020
0
გასვლაზე ესპანეთს მოვუგეთ მაგრამ სახლში სუსტებთან წაგვიგია, მომცონს ოპტიმისტურად რო ვართ ყველანი მაგრამ ჯობია რეალისტები ვიყოთ ჩვენც და ფეხბურთელებიც
lechxumeli
19:50 10-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული