როცა ერიკსენის თემა ჯერ კიდევ მტკივნეულია - telegraph რუსულ კრახსა და დანიურ სიმტკიცეზე

AutoSharing Option
დანიის ნაკრების მიერ რუსეთის დამარცხებას (4:1) პოპულარული ბრიტანული გამოცემა telegraph-ი საკმაოდ ვრცელი პუბლიკაციით გამოეხმაურა:

"ემოციურად დატვირთულ ტურნირზე, როდესაც კრისტიან ერიკსენის მინდორზე დაცემის მოგონებები ჯერ კიდევ მტკივნეულია, დანიამ წარმოუდგენელი სულისკვეთებით ითამაშა, რუსეთის ნაკრებს სძლია და პლეი-ოფში ითამაშებს.

დამსგარდი დანიის საფეხბურთო ისტორიაში შევიდა - "სამპდორიას" გარემარბი დიდ ტურნირებზე ამ ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც გოლი გაიტანა - 20 წლისა და 353 დღის. მისი მეტსახელი "დამსინიოა" - ბრაზილიური სტილის გამო.

ეს იყო შესანიშნავი დარტყმა დამსგარდის მხრიდან - მან ბურთი საჯარიმოს გარეთ მიიღო, გიორგი
ჯიქიას გვერდი აუარა და შემდეგ კი ზემოთა კუთხეში გაიტანა.

გამარჯვება ერიკსენს მიეძღვნა - დანიელებმა უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს და ახლა უელსის ნაკრები მათ უნდა უფრთხოდეს.

კასპერ ჰულმანდმა, დანიის მთავარმა მწვრთნელმა, თავის მოთამაშეებს შესანიშნავად უხელმძღვანელა, რომ ორშაბათს ღამით დედაქალაქში ზეიმი მოეწყოთ.

მწვრთნელმა თქვა: ”მე ამ ფეხბურთელებით აღტაცებული ვარ... დავინახე, ერიქსენის ამბავმა როგორ იმოქმედა მათზე, მაგრამ თავი ხელში აიყვანეს.

ასევე დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო დანიის  მოსახლეობის მიმართ. მათ მართლაც იზრუნეს ჩვენზე და ფრთები შეგვასხეს. ამის გარეშე ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა”.

რუსეთის ნაკრების კომპაქტური და კარგად ორგანიზებული დაცვის პირობებში, გამარჯვება რთული ამოცანა იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დანიის ნაკრებს საშინაო უპირატესობა ჰქონდა.

დანიის ნაკრებს ბურთის ფლობაზე მონოპოლია ჰქონდა და ეს იყო თამაში, რომელიც წარმატების მისაღწევად მოთმინებას მოითხოვდა.

მეორე ტაიმში დანია დომინანტი იყო, შექმნილმა ატმოსფერომ კი მათი ფეხბურთელები სხვა დონეზე აიყვანა და გამარჯვება დამაჯერებელი გახადა.

ერიკსენის ინციდენტზე ასეთი საპასუხო რეაგირების შემდეგ დანია საკუთარ სიძლიერეს უელსთანაც დაამტკიცებს!


altომი კოპენჰაგენში - დანიამ რუსეთი წალეკა და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღა დროს ერიქსენზე საუბრის დროა მურთაზ დაუშვილი აპოელში გადავიდა . იქ მეტს მიხდიან და ქეცბაიას ...... ცო )))
ტოტტი
12:46 22-06-2021
2

სიახლეები პოპულარული