დანიის ნაკრებმა საქართველოსა და ირლანდიის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, ივნისის თვეში ორ შეხვედრას გამართავს. 7 ივნისს თბილისში გიბრალტარს ვუმასპინძლებთ, ხოლო 10 ივნისს კოპენჰაგენში ვითამაშებთ დანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ.

ვლადიმირ ვაისს ჯერ არ დაუსახელებია ჩვენი გუნდის განაცხადი, თუმცა დანიელთა ნორვეგიელმა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ირლანდიისა და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებენ:

მეკარეები - კასპერ შმეიხელი (ლესტერი, ინგლისი), ფრედერიკ რონოვი (აინტრახტი, გერმანია), ანდრე ჰანსენი (მიდტიულანდი);

მცველები - ანდრეას ბილანდი (კოპენჰაგენი), სიმონ კიაერი (სევილია, ესპანეთი), ანდრეას კრისტიანსენი (ჩელსი, ინგლისი), ჰენრიკ დალსგორი
(ბრენტფორდი), იენს ლარსენი (უდინეზე, იტალია), მატიას იორგენსენი (ჰადერსფილდი, ინგლისი), პეტერ ანკერსენი (კოპენჰაგენი);

ნახევარმცველები - კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი, ინგლისი), რიზა დურმიში (ლაციო, იტალია), დანიელ ვასი (ვალენსია, ესპანეთი), ლასე შიონე (აიაქსი, ჰოლანდია), ლუკას ლერაგერი (ჯენოა, იტალია), თომას დელენი (დორტმუნდი, გერმანია), პიერ-ემილ ჰოიბერგი (საუთჰემპტონი, ინგლისი);

თავდამსხმელები - იუსუფ პოულსენი (ლაიპციგი, გერმანია), რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი), ნიკოლას იორგენსენი (ფეიენოორდი, ჰოლანდია), მარტინ ბრაიტვაიტი (ლეგანესი, ესპანეთი), კასპერ დოლბერგი (აიაქსი, ჰოლანდია).

დანიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 10 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
შეიძლება ბევრი დისლაიქი მივიღო ამის დაწერისთვის, მაგრამ მწარე რეალობა ასეთია: მინიმუმ სამ ბურთს გაგვიტანენ
სიმართლე
11:06 24-05-2019
3
ეს დანია შვეიცარიაზე უფრო ძლიერია შემადგენლობით. ღმერთმა არ მოგვიშალოს იმედი და ვიყოთ იმედიანად,მაგრამ ეგრევე 0:0 თუ ვეთამაშებით და გავუძლებთ, ისე გამორიცხულია ამათ მოვიგოთ. არ გვყავს ჩვენ ისეთი ფეხბურთელები,რო დანიასთან გასვლაზე რამის იმედი გვქონდეს.
გოგა
00:04 24-05-2019
1

სიახლეები პოპულარული