ბელგიამ პორტუგალია გაჭირვებით დაამარცხა და მეოთხედფინალში იტალიას შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ბელგიამ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და დიდ ტურნირებზე ზედიზედ მეოთხედ გავიდა მეოთხედფინალში.

თავიდან ორივე გუნდი ფრთხილობდა, თამაშის გამწვავებას ერიდებოდნენ, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, თუმცა ტაიმის დასასრულს ტ. აზარმა შორიდან თქვენი მოწონებული გაიტანა და პირველი ტაიმი ბელგიამ 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო. ჟოტამ მატჩში მეორე მომენტი გააცუდა, ფელიქსის თავურს კურტუა ადვილად დაეუფლა. შემდეგ მათი იერიშები მინავლდა. მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა თამაშის გამწვავება შეცვლებითაც ვერ შეძლო, რონალდოც სახეიროს ვერაფერს აკეთებდა.

თუმცა ბოლოს ლუზიტანები მაინც გადავიდნენ შტურმზე: დიაშის თავური კურტუამ მოიგერია,
გერეირუმ ბურთი ძელს გაარტყა, შანსი კრიშტიანომ ვერ გამოიყენა და დამარცხდნენ.

ბელგიამ მოწინააღმდეგის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, გაიტანა და მეოთხედფინალში იტალიას დაუპირისპირდება.

სევილია. „ოლიმპიკო“

ბელგია - პორტუგალია 1:0
გოლი: ტ. აზარი (42)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ტ. აზარი დაასახელეს.
. 38 წლის პეპე ყველაზე ასაკოვანი მინდვრის მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეი-ოფში სასტარტოში ითამაშა.
. რონალდომ დიდ ტურნირებზე 52-ჯერ დაარტყა საჯარიმო და მხოლოდ ერთხელ გაიტანა.
. პორტუგალიამ ტურნირზე მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა - უნგრეთთან.
. ე. აზარმა და დე ბრუინმა ტრავმები მიიღეს და უცნობია, ითამაშებენ თუ არა იტალიასთან.
. ბელგიამ მიმდინარე ტურნირზე ოთხივე შეხვედრა საერთო ანგარიშით 8:1 მოიგო.

alt"მინდა მქონდეს მისი დრიბლინგის ნიჭი, ის ნიჭი, როგორც ურტყამს კარში..." - ლუკაკუ

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰოდა სკუადრო აძურა გააძრობს ბუცებს ))
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული