სპალეტის იტალიამ პარიზში საფრანგეთს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის პირველ ტურში, A2 ჯგუფში იტალიამ გასვლაზე საფრანგეთი 3:1 დაამარცხა.

მასპინძლები მე-14 წამზე ბარკოლამ დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ სპალეტის შეგირდებმა სამი გოლი გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს.

ამავე ჯგუფში ბელგიამ უნგრეთში ისრაელს 3:1 სძლია.

9 სექტემბერს, მეორე ტურში საფრანგეთი ბელგიას მიიღებს, იტალია კი ისრაელს ბუდაპეშტში დაუპირისპირდება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“
საფრანგეთი - იტალია 1:3
გოლები: 1:0 ბარკოლა (1), 1:1 დიმარკო (30), 1:2 ფრატეზი (50), 1:3 რასპადორი (74)

დებრეცენი. „ნადერდეი“
ბელგია - ისრაელი 3:1
გოლები: 1:0 დე ბრუინი (21), 1:1 კასტანია
(36, საკ. კარში), 2:1 ტილემანსი (48), 3:1 დე ბრუინი (52, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ოპენდა (56, ბელგია)

altქეცბაიას კვიპროსმა ერთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

altერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
დეშამიც დიდი ხანია გასაშვებია ნაკრებიდან,ჯერ კიდევ მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ უნდა წასულიყო,მაგრამ ჯიუტად არ უთმობს ზიდანს ადგილს და ასევე მბაპემაც დიდი ხანია შეწყვიტა ფეხბურთის თამაში!
sandrex
16:45 07-09-2024
0
ტოტალიზატორსაც დააკვირდით ცოტა,როცა ასე თუ ისე გრანდს,სახელით მაინც,ამ შემთხვევაში იტალიას,აქვს კოეფიციენტი 5,6 და მეორე გრანდს 1,5 ,თუნდაც მასპინძელს,თან რაღაც ტრუხა ტურნირზე,რომელსაც დიდი მნიშვნელობა არც აქვს,სჯობს დიდი კუში აიღო,მე მაგალითად არაუშავს მოვითბე ხელი და სხვისი არ ვიცი!ერთა ლიგა უფრო საქართველოსნაირი მეორეხარისხოვანი ქვეყნების ტურნირია!
sandrex
16:42 07-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული