შირერი: ინგლისს ევროს მოგების ასეთი შანსი აღარ ექნება

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა ევროპის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის შანსები შეაფასა.

"კარგი ბადე გვაქვს. ინგლისს ევროზე გამარჯვების ასეთი კარგი შანსი არასოდეს ჰქონია.

მათ "უემბლიზე" ითამაშეს, შემდეგ მატჩს სახლში არ ჩაატარებენ, მაგრამ თუ გაუმართლათ და ფინალში გავიდნენ, სახლში 6 შეხვედრის გამართვა მოუწევთ. უკეთესს ვერ ინატრებ. გულშემატკივრები მაგრად უჭერენ მხარს.

ბადის მიხედვით მეტოქეების არჩევა რომ შემოეთავაზებინათ, სწორედ ამათ ავირჩევდით. ამბობდნენ, რომ ტურნირზე ასე შორს ვერ გავიდოდით. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება. გერმანიას შთამბეჭდავად ვძლიეთ", - განუცხადა შირერმა ВВС-ს.

3 ივლისს, რომში, მეოთხედფინალში, ინგლისი უკრაინას შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერც ეხლა გახდება, მაგის იმედი ტყუილად გაქვს
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული