"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ჯუდ ბელინგემს პატივს არ სცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თანაგუნდელები მას, როგორც ლიდერს, არ განიხილავენ და არ სიამოვნებთ, რომ მედია ჯუდს "სამი ლომის" მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევს. გარდა ამისა, გამოცემა ირწმუნება, რომ ინგლისელს თანაგუნდელები არ ემეგობრებიან.

ბელინგემისა და თანაგუნდელების ურთიერთობა კი საბოლოოდ მაშინ გაფუჭდა, როცა Adidas-ის სარეკლამო რგოლში, სახელად Hey Jude, ფეხბურთელი "გუნდის მხსნელად" მოგვევლინა.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე ბელინგემმა ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

altბელინგემი: ევროპის ჩემპიონატის

ფინალში ეს მეტოქე მინდა

altბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]

altკვარაცხელიას გარეშე და ბელინგემის მეთაურობით - 2024 წლის "ოქროს ბურთის" მოპოვების 20 კანდიდატი, Goal-ის ვერსიით

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა და რა გრიგალივით შეტევა ქონდა ფინალში ძაან ძლიერია...რეალი არის დაკუნთული შვარცნეგერი უნდა დაანგრიოს ყველა გუნდი
ბაბუ
14:50 17-07-2024
0
ეს ტიპი ვინისიუსი და მბაპე მეც ძაან მაღიზიანებს!სამაგიეროდ როგორც არ უნდა მოიქცეს ძაან მომწონს ოსიმენი, რუდიგერი, მუსიალა და სხვები
რობი
13:23 17-07-2024
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული