უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

შმეიხელმა ინგლისის ნაკრებს მწარედ დასცინა

AutoSharing Option
ინგლისთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის წინ დანიის ნაკრების მეკარე კასპერ შმეიხელს მეტოქე გუნდის შესახებ კითხვა დაუსვეს. მას ESPN ციტირებს.

"თქვენ გაგიგონიათ ფრაზა "ის (ფეხბურთი) სახლში ბრუნდება (It’s Coming Home - ინგლისის ნაკრების სიმღერა საშინაო ევრო 1996-ზე)? რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რათა მას სახლში დაბრუნების საშუალება არ მისცეთ?
- ის ერთხელ მაინც დაბრუნდა სახლში? თქვენ როდისმე მოგიგიათ (ევრო)?

- 1966-ში.
- ეს მსოფლიოს ჩემპიონატი იყო.

ამ გუნდების მატჩი ხვალ "უემბლიზე", თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ