გოლგაუშვებელმა ინგლისმა უკრაინა გაანადგურა - რა ელის დანიასთან? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებმა უკრაინას უპრობლემოდ სძლია 4:0.

ტურნირზე გოლგაუშვებელმა ინგლისმა პირველი მატჩი ჩაატარა სამშობლოს გარეთ, თავიდანვე შეუტია და კეინმა ანგარიში გახსნა. ასეთ კარგ დასაწყისს საუთგეითის გუნდი ვერც ინატრებდა. ამის შემდეგ ინგლისმა თამაში დააწყნარა, უკრაინა კი სახიფათო იერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა. ტემპიც დაეცა, მოედანზე საინტერესო არაფერი ხდებოდა და ლამაზი სანახავი არ იყო. 35-ე წუთზე ტრავმირებული მცველი კრივცოვი ნახევარმცველმა ციგანკოვმა შეცვალა, სლავები ოთმცველიან დაცვაზე გადავიდნენ, ოდნავ სახიფათოდ შეუტიეს და პირველი ტაიმი ბრიტანელებმა 1:0 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე
მაგუაირმა მატვიენკო დაჯაბნა და ანგარიში გაზარდა, მერე კეინმა დუბლი შეასრულა და მატჩის ბედიც გადაწყდა.

დარჩენილ დროში შეცვლაზე შესულმა ჰენდერსონმაც დალაშქრა ბუშანის კარი და ბრიტანელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

როგორც ჩანს, გრძელ და დამღლელ ტურნირზე ბოლომდე ბრძოლისთვის უკრაინას უბრალოდ ძალა არ ეყო.

ინგლისი 1996 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში - 7 ივლისს დანიას უმასპინძლებს.

რომი. „ოლიმპიკო“
უკრაინა - ინგლისი 0:4
გოლები: 0:1 კეინი (4), 0:2 მაგუაირი (46), 0:3 კეინი (50), 0:4 ჰენდერსონი (64)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კეინი დაასახელეს.
. კეინი პირველი ინგლისელია, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა.
. კეინმა დიდ ტურნირებზე 9 გოლი გაიტანა, შირერს დაეწია და ინგლისის ნაკრებში მხოლოდ ლინეკერს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 10 გოლია.
. ჰენდერსონმა ნაკრებში ჩატარებულ 62-ე მატჩში პირველი გოლი გაიტანა.
. ინგლისმა ყველა ტურნირზე უკანასკნელ 10 მატჩში 1 გოლი გაუშვა.
. უკრაინასთან 4:0 ევროპირველობის ისტორიაში ინგლისის ნაკრების ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა.

altგაუგონარი შეურაცხყოფა - ინგლისელმა ჟურნალისტმა უკრაინელებს დასცინა

მკითხველის კომენტარები / 1 /
დანიასთან რა ელის,თუ დანიას რა ელის???!!!
alex
22:50 04-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული