კასპერ შმეიხელს შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა, მისმა სახელმა დიდება კიდევ ერთხელ მოიპოვა. გთავაზობთ, თუ როგორ გახდა პატარა ბიჭი მამის ჩრდილიდან თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე.
კასპერს საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ის სავარჯიშოდ "მანჩესტერ იუნაიტედში" მივიდა, კანტონას მიერ დარტყმული ბურთები მიჰქონდა და უბრუნებდა "წითელი ეშმაკების" ლეგენდას, ასევე, ფეხბურთს ინსისა და ბრიუსის შვილებთან ერთად თამაშობდა.
მიუხედავად თქვენი ასაკისა, დაიბადეთ 1990-იან თუ 2000-იან წლებში, პიტერ შმეიხელთან დაკავშირებით წარმოდგენები მაინც გექნებათ...
სკანდინავიელი დათვი - მწვანე მეკარის მაისურითა და ფორესტ გამპის თმით. ლეგენდარული მეკარე "იუნაიტედში" დანიური "ბრონდბიდან"
მივიდა, მივიდა და მაშინვე "წითელი ეშმაკების" 90-იანი წლების ისტორიის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა. მისი სახელის გახსენებისას გულშემატკივრებს გონებაში ავტომატურად მისი გიჟური სეივები ახსენდებოდათ, რუსეთში კი მას "როტორის" კარში გატანილი გოლით იცნობდნენ. 1995 წელს "მანჩესტერ იუნაიტედი" უეფას თასის მეთექვსმეტედფინალში ვოლგოგრადში ადგილობრივ გუნდს ეთამაშებოდა, ინლისელები კუთხურს აწვდიდნენ, კასპერმა საჯარიმოში ჩაირბინა და რუსებს უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა.
პიტერი "იუნაიტედისთვის" კარის სადარაჯოზე 8 წლის განმავლობაში იდგა. მიუხედავად არც თუ ისე დიდხნიანი მანჩესტერული კარიერისა, დანიელ მეკარეს დღემდე "წითელი ეშმაკების" ისტორიაში საუკეთესო კიპერად მოიაზრებენ.
"თუ ის მსოფლიოს დონის მეკარე არ იყო, მაშინ წარმოდგენაც კი არ მაქვს, თუ ვინ იყო" - თქვა ჰარი ნევილმა.
კასპერი მაშინ დაიბადა, როდესაც პიტერი 22 წლის იყო, მთელი ბავშვობა კი ის მამის ჩრდილში იყო. 1986 წლის 9 ნოემბერს, შმეიხელმა "ვიდოვრეში" გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, 4 დღის კასპერს კი, რა თქმა უნდა, ეს დიდებული თამაში არ ახსოვს.
უმცროსი შმეიხელისთვის ბავშვობის ერთადერთ მოგონებად "მანჩესტერ იუნაიტედის" სავარჯიშო ბაზაზე მისვლა გახლდათ. მაშინ ის 6 წლის იყო. საიდან დარჩა ეს მოგონება? გაკვეთილების შემდეგ ის დედის მანქანაში ჩახტებოდა, მშობელს კი მამასთან მიჰყავდა, სადაც ის პიტერს და მის თანაგუნდელებს ეხმარებოდა, რაში? თუ ბურთი გადავარდებოდა, პატარა ბავშვი მის მოსატანად გარბოდა.
რა თქმა უნდა, თანაგუნდელების ბავშვები ერთმანეთთან მეგობრობდნენ. ეს კი უნიკალური კადრები, სადაც პატარა ინსი, კასპერი და ბრიუსი ჩანან, ვიდეო კი სავარჯიშო ბაზის კორიდორშია გადაღებული.
რა თქმა უნდა, უმცროსი შმეიხელი "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ ყველა შეხვედრას ესწრებოდა. ასევე, მაისის თვეში ლონდონში FA Cup-ის ფინალს ხშირად სტუმრობდა, ასე ვთქვათ, ეს ერთგვარი ტრადიცია გახლდათ. მოულოდნელი სულაც არ ყოფილა, რომ ზემოხსენებული ტურნირის დასკვნით შეხვედრაში პიტერ შმეიხელმა 4-ჯერ მიიღო მონაწილეობა.
ეს პატარა ბიჭი ბავშვობიდან ფეხბურთით იყო გატაცებული - ეჭვგარეშე იყო, რომ კასპერი მამის დიდებული კარიერით იყო შთაგონებული, თუმცა მეკარეობასა და ზოგადად საფეხბურთო კარიერაზე არასდროს უფიქრია.
"მამაჩემს არასდროს უთქვამს, რომ მეკარე ან ფეხბურთელი ვყოფილიყავი" - განაცხადა კასპერმა. უმცროსი შმეიხელი პროფესიონალურ აკადემიაშიც კი არ თამაშობდა ფეხბურთს, თუმცა ის საკუთარი სკოლის გუნდში სიამოვნებით აგორებდა ბურთს. პიტერი თავის შვილს თამაშს არ ასწავლიდა, სახლის ეზოშიც კი, რატომ? "იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მსგავსი აქტივობები აკრძალა, რათა ტრავმის მიღების შანსი მინიმუმამდე დაეყვანათ.
მეგობრებთან თამაშის დროს დანიელ კიპერს კარში მამის ფაქტორიდან გამომდინარე აყენებდნენ, თუმცა მაშინ შმეიხელისთვის თავდამსხმელობა უფრო მიმზიდველი პოზიცია გახლდათ, მისი შთაგონების წყარო კი პიტერის თანაგუნდელი ერიკ კანტონა გახლდათ.
როგორც კასპერი იხსენებს, მან მეკარეობა 13 წლის ასაკში დაიწყო. 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, შმეიხელი სათამაშოდ "სპორტინგში" გადავიდა, უმცროსი ვაჟი ესტორილის აკადემიას მიაბარეს. აქ კასპერმა დღიური ვარჯიშები პირველად განიცადა, თუმცა მისი, როგორც სპორტსმენის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. ფეხბურთელობა მაცდურად გამოიყურებოდა, თუმცა დანიელს სხვა ინტერესებიც ჰქონდა.
"სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ მე ფეხბურთელი გავხდებოდი. ბავშვობიდან 3 ენაზე ვსაუბრობდი: ინგლისურად, დანიურად და პორტუგალიურად".
მეორე სეზონმა ყველაფერი შეცვალა, მაშინ, როდესაც პორტუგალიის ახალგაზრდულ ჩემპიონატში "ესტორილმა" ფინალამდე მიაღწია. მთელი წლის განმავლობაში ასაკობრივი გუნდი ხრეშზე თამაშობდა, ბალახის ფეხბურთელები არაფერს წარმოადგენენ, მეკარეები არ ხტებიან. აქედან გამომდინარე, კასპერი და მისი შემცვლელი სილვიუ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ (თითო-თითო ტაიმს თამაშობდნენ).
თუმცა ფინალში უკვე სახელოვანი მამის შვილს ენდნენ და იქ კასპერმა გული და სული დატოვა. სილვიუ მოედანზე შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შევიდა, მაშინ, როდესაც "ესტორილი" 4:0 იგებდა, უმცროსი შმეიხელი კი პორტუგალიის 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. შესანიშნავმა პერფორმანსებმა კი ახალგაზრდას შთააგონა, რომ მიჰყოლოდა პროფესიონალი ფეხბურთელის გზას.
ისტორია, რის შემდეგაც პიტერ შმეიხელი შვილის ნიჭში დარწმუნდა
რა შეიძლება ითქვას პიტერ შმეიხელზე? ლეგენდარულმა მეკარემ შვილის სურვილი არ დაიჯერა და კვლავ საკუთარ კარიერაზე ფიქრი განაგრძო, თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც გოლკიპერი სათამაშოდ პრემიერლიგაში დაბრუნდა.
2002 წლის შობის ღამე სწრაფად მოვიდა. მაშინ პიტერი და მისი ოჯახი ბირმინგემში გაფრინდნენ. მამამ შვილი "ასტონ ვილას" სამწვრთნელო ბაზას მიაბარა. მიუხედავად მუცლის ტკივილისა, კასპერი სავარჯიშოდ გავიდა, მამა კი აკვირდებოდა, თუ როგორ შეძლებდა მისი შვილი გუნდში თავის დამკვიდრებას. მაშინ "ასტონ ვილას" საუკეთესო თავდამსხმელი ხუან პაბლო ანხელი გახლდათ. ფორვარდი მეკარესთან პირისპირ 3-ჯერ გავიდა, კასპერს კი მამის გენები გაეხსნა და ბოლომდე იდგა, შემდეგ კი ფეხებში ჩაუვარდა.
ამაყი მამა და შვილი სახლში ბედნიერები დაბრუნდნენ, თუმცა სახლში მისვლისას კასპერის მუცლის ტკივილმა იკლო. მშობლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. 15 წლის ახალგაზრდას 3-4 კვირის გამოტოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა დანიელი კიპერი 2 კვირაში ფეხზე წამოდგა და ვარჯიში განაგრძო.
"მან პრემიერლიგის მეოთხე გუნდთან ერთად ივარჯიშა. მუცელში რამდენჯერმე ცუდად მოხვდა, თუმცა ის წვალებას განაგრძობდა, რამაც საბოლოოდ შედეგი მოიტანა" - განაცხადა უფროსმა შმეიხელმა დანიურ ჟურნალთან.
"მაშინ პირველად მივხვდი, რომ ჩემს შვილს მეკარეობის უნარი ჰქონდა. ის ძლიერი პიროვნება იყო, ასეთი შესაძლებლობები კი ამ ასაკში არც თუ ისე ხშირია".
პიტერმა ამის შემდეგ ხელი საკუთარი შვილის ვარჯიშს მიჰყო. ის უზიარებდა გამოცდილებას და ყველაფერს აკეთებდა, რათა უმცროსს დიდებული მამის გზა გაევლო და ისტორიაში უფრო დიდი სახელი დაეტოვებინა.
კასპერმა თამაში "ურეს" კლუბის მეორე გუნდში დაიწყო, თუმცა 2002 წლის თებერვალში, როდესაც კასპერმა მუცლის ტკივილთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა, პიტერმა თავის შვილს ახალი შანსი მისცა.
"პიტერმა ერთ საღამოს დამირეკა და მთხოვა, რომ კასპერის თამაში მენახა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კარგი მეკარე გვყავდა, მე მას დავთანხმდი" - იხსენებს "ბრონდბის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ლარს ოლსნეი.
"ბრონდბისთან" ეს არ გამოვიდა, თუმცა თვე-ნახევრის შემდეგ ახალი შანსი გაჩნდა. 2002 წლის ზაფხულში პიტერ შმეიხელი სათამაშოდ "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. ბრიტანელებმა კასპერი 3-კვირიან ტრენინგზე მიიწვიეს. რა თქმა უნდა, დანიელი მამას გაჰყვა. 15 წლის მეკარის მიერ ნაჩვენებმა პერფორმანსმა ბევრის აღფრთოვანება გამოიწვია. ერთ-ერთმა ნახევარმცველმა, სახელად ეიალ ბერკოვიჩმა კი, უცბად თამაში გააჩერა და ყვირილი დაიწყო:
"აქ რა ხდება? ვინაა ეს ბავშვი?"
ვარჯიშის შემდეგ კასპერს სთხოვეს, რომ კარში ჩამდგარიყო, ბურთს კი ანელკა და რაით-ფილიპსი დაარტყამდნენ.
"მახსოვს პირველი ვარჯიშში, ანელკამ და ბერკოვიჩმა მოსვენების საშუალება არ მომცეს" - თქვა კასპერმა.
მიუხედავად ამისა, კევინ კიგენს შმეიხელის თამაში მოეწონა. ამრიგად, ახალგაზარდა დანიელმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტის შემოთავაზება მიიღო და რა თქმა უნდა, ისიც დათანხდა. წარმოიდგინეთ, კასპერმა მეკარეობა პირველ ოფიციალურ კონტრაქტამდე 3 წლით ადრე დაიწყო. განა ეს სასწაული არ არის? უმცროს შმეიხელს ეჭვი გაუჩნდა, თითქოს პიტერმა კიგანს მისი გუნდში აყვანა სთხოვა. ეს არავინ იცის, მაგრამ ფაქტი ერთია, დანიის ნაკრების ამჟამინდელ მეკარეს ეს მამისთვის არასდროს უთხოვია.
ამ ეტაპიდან უფროსი შმეიხელის ნებისმიერი სახის დახმარება დასრულდა. პირველივე ვარჯიშიდან ლეგენდარული მეკარე მივიდა საკუთარ შვილთან და ჰკითხა:
- ვინ გინდა ვიყო შენთვის, მამა თუ მწვრთნელი?
- მამა!
ასე და ამრიგად, პიტერმა რეზერვის მეკარეების მწვრთნელობა დაიწყო, მომდევნო სეზონიდან კი მისი დიდებული კარიერაც დასრულდა.
რამდენიმე წლის შემდეგ კასპერი მიხვდა, რომ მისი "ქალაქური" კარიერა ისე ვერ ვითარდებოდა, როგორც საჭირო იყო. ძირითადი შემადგენლობის მეკარეები იცვლებიან, ის კი კვლავ სათადარიგოდ რჩებოდა. ამიტომ გადაწყვიტა, ბევრად დიდი დატვირთვით ევარჯიშა. რჩევისთვის კასპერი მამასთან აღარ მივიდა, მოიფიქრა, რომ ამჯერად ინტერნეტით რაიმე განსაკუთრებულს.
"როდესაც არ ვვარჯიშობდი, "იუთუბში" სხვადასხვა ვარჯიშს ვუყურებდი" - განაცხადა Euroman-თან კასპერმა.
"ეს ჩემი საიდუმლოა, საიდუმლო, რის შემდეგაც უამრავი რამის სწავლა დავიწყე. მე იმ მცირედ დეტალებსაც კი ვაკვირდებოდი, რაც ერთი მხრივ უმნიშვნელოდ მეჩვენებობა. ვარჯიში ფეხით თამაშს, ბურთის თამაშში შეყვანას, გადახტომასა და ერთი-ერთზე თამაშს მოიცავდა. შემდეგ უშუალოდ ნახტომის ვარჯიშს შევუდექი, დღეში 120-130-ჯერ ვეცემოდი მიწაზე, რის გამოც ზურგის ტკივილები დამეწყო, თუმცა ყველაფერი წინ იყო".
პიტერმა კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობა ტელევიზიაში დაიწყო, კასპერმა კი ინგლისი მოიარა. სხვადასხვა გუნდში თამაშის მიუხედავად, ის "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაში რჩებოდა. 2007 წელს კი 20 წლის კასპერის დებიუტი "ქალაქელების" რიგებშიც შედგა. თამაშის შემდეგ ჟურნალისტებმა დაიწყეს წერა არა კასპერის შესაძლებლობებზე, არამედ მასსა და პიტერის მსგავსებაზე. ეს გასაოცარი გახლდათ: უმცროსი შმეიხელიც მწვანე ფორმით თამშობდა, სკანდინავიურ სტილში იჭრიდა თმას, უყვიროდა მცველებს და მოედანზე განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა.
მეკარეობის ტექნიკაც კი მსგავსი იყო, 18 წლამდე პიტერს ხელით თამაში უჭირდა, ზუსტად ის გზა გამოიარა კასპერმაც, თუმცა ბევრმა ვარჯიშმა ეს ერთი მხრივ რთული ტექნიკაც დაახვეწინა.
მეკარეობის ტექნიკაც კი მსგავსი იყო, 18 წლამდე პიტერს ხელით თამაში უჭირდა, ზუსტად ის გზა გამოიარა კასპერმაც, თუმცა ბევრმა ვარჯიშმა ეს ერთი მხრივ რთული ტექნიკაც დაახვეწინა.
"სიტის" შემდეგ კასპერი "ლიდსში" თამაშობდა. მისი კარიერა აქაც ზუსტად იმავე სცენარით წარიმართა. ფანები თავდაპირველად ლეგენდარული გვარით მიმართავდნენ, შემდეგ კი "ტყუილი შმეიხელი" შეარქვეს. მიუხედავად ჩავარდნისა, მისგან მოლოდინი ძალიან დიდი იყო.
რაც უფრო ცნობილი გახდა კასპერი, მით უფრო მეტად აკრიტიკებდნენ მას. 2015 წელს "ლესტერი" "სუონსისთან" გასამართი შეხვედრის წინ "მერიოტის" სასტუმროში დაბანაკდა, სარეგისტრაციო მაგიდასთან კი გულშემატკივარი მიიპარა და ავტოგრაფი სთხოვა.
- შენ კარგი მეკარე ხარ, მაგრამ მამაშენის მსგავსი ვერასდროს იქნები.
- მადლობა, მეგობარო.
- კარგი რა, მე უბრალოდ გეხუმრე.
- კარგად იცინე? შემიძლია ახლა, რომ წავიდე?
- კარგად იცინე? შემიძლია ახლა, რომ წავიდე?
- მე უბრალოდ გეხუმრეთ.
- მეგობარო, შენ გგონია, მე ეს აქამდე არ გამიგია? ბოლო 15 წელია ყურში სულ ეს ჩამესმის. კარგია, თუ გაერთე და გაიცინე. შემიძლია ახლა, რომ წავიდე?
მამამისთან შედარებამ კასპერი ძალიან გააღიზიანა. ამის გამო ის ჟურნალისტებს შეუთანხდა, რომ ეს საკითხი ტაბუდადებული იყო, თუმცა 2015 წელს Daily Mail-თან ინტერვიუში უმცროსი შმეიხელი მოულოდნელად თვითონვე ალაპარაკდა:
"29 წლის ვარ, დაქორწინებული, 2 შვილი მყავს, თუმცა ჯერ კიდევ ვიღაცის შვილად მომიხსენიებენ. ხალხი ისევ ფიქრობს, რომ მე ბავშვი ვარ? როდესაც 8 წლის ვიყავი, პირველად მაშინ გავიგე ეს სიტყვები: შეხედეთ, ის პიტერ შმეიხელის შვილია. და ეს ყოველდღე გრძელდებოდა, ხალხი გვერდით ჩამივლიდა და ამის თქმას ცდილობდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს სახალისო იყო? ეს ასე სულაც არ იყო, მამაჩემსაც კი აღიზიანებდა ეს ფაქტი. გარკვეული პერიოდის წინ ერთად ვივახშმეთ. მას თან ერთი ბიჭი ახლდა. ხელი ჩამოვართვი და მითხრა, რომ ის ლეგენდა იყო, მე კი მისი მსგავსი ვერასდროს ვიქნებოდი, რაზედაც მამა ძალიან გაბრაზდა და უპასუხა:
მამამისთან შედარებამ კასპერი ძალიან გააღიზიანა. ამის გამო ის ჟურნალისტებს შეუთანხდა, რომ ეს საკითხი ტაბუდადებული იყო, თუმცა 2015 წელს Daily Mail-თან ინტერვიუში უმცროსი შმეიხელი მოულოდნელად თვითონვე ალაპარაკდა:
"29 წლის ვარ, დაქორწინებული, 2 შვილი მყავს, თუმცა ჯერ კიდევ ვიღაცის შვილად მომიხსენიებენ. ხალხი ისევ ფიქრობს, რომ მე ბავშვი ვარ? როდესაც 8 წლის ვიყავი, პირველად მაშინ გავიგე ეს სიტყვები: შეხედეთ, ის პიტერ შმეიხელის შვილია. და ეს ყოველდღე გრძელდებოდა, ხალხი გვერდით ჩამივლიდა და ამის თქმას ცდილობდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს სახალისო იყო? ეს ასე სულაც არ იყო, მამაჩემსაც კი აღიზიანებდა ეს ფაქტი. გარკვეული პერიოდის წინ ერთად ვივახშმეთ. მას თან ერთი ბიჭი ახლდა. ხელი ჩამოვართვი და მითხრა, რომ ის ლეგენდა იყო, მე კი მისი მსგავსი ვერასდროს ვიქნებოდი, რაზედაც მამა ძალიან გაბრაზდა და უპასუხა:
"თუ შენ აქ კასპერის გასაღიზიანებლად მოხვედი, შეგიძლია ახლავე წახვიდე".
ეს იმას ნიშნავდა, რომ სიტუაცია შეიცვალა, "ლესტერის" გაჩემპიონების შემდეგ კი კასპერი ვარსკვლავი გახდა. ეს უკვე უმაღლეს საფეხურზე ასვლას ნიშნავდა.
რომელი უკეთესი იყო?
კასპერი თუ პიტერი? პასუხის გაცემა მარტივი სულაც არ გახლდათ, თუმცა კასპერს ჰქონდა დამატებითი დამსახურებები. დამსახურებები იყო როგორც "ლესტერის" ზღაპრულ ჩემპიონობაში მონაწილეობა, ისე 2018 წელს ხორვატიასთან ზღაპრული თამაში და არაერთი სხვა შეხვედრა. თანაც, უფროსი შმეიხელის თამაში ბევრს არ უნახავს, ის ხომ 90-იან წლებში გამოდიოდა.
"ახლა ყველა კასპერ შმეიხელზე საუბრობს" - განაცხადა მარტინ ლაურსენმა.
"თუ მე ჩემს შვილებს შმეიხელზე მოვუყვები, ისინი იფიქრებენ რომ მე კასპერზე ვსაუბრობ. ამ თაობას პეტერზე არაფერი გაეგებათ, რადგან კასპერი უკვე დიდი ვარსკვლავია".
მოდით, გავიხსენოთ პიტერის დიდებულება. ამისთვის გამოვიყენოთ FBRef-ის საიტი. სტატისტიკის მიხედვით დამტკიცდა, რომ პიტერი უფრო ძლიერი კიპერი იყო, ვიდრე მისი შვილი.
უნდა ითქვას, რომ პიტერი თავისი თაობის საუკეთესო მეკარე იყო, ხოლო კასპერი კარგ მეკარედ ითვლება. ამრიგად, ჩანს, რომ მამის დონე შვილმა ვერ დადო.
ტექსტის მიხედვით ჩანს, რომ პიტერი კასპერის კარიერაში არ ჩაერია, თუმცა უფროსი შმეიხელი შვილის ყველაზე დიდი გულშემატკივარი გახლდათ. ის არც ერთ თამაშს არ ტოვებდა, დაჰყვებოდა ყველგან და ცდილობდა, კასპერს ყველაფერში დახმარებოდა.
როგორც ლეგენდარული მეკარე ამბობს, შვილის ერთი ტიტული თავის ნებისმიერ ჩემპიონობას ურჩევნია. შმეიხელები ჩემპიონები არიან, უბრალოდ, სხვადასხვა დროს.
ალბათ, ყველას ახსოვს პიტერის ემოცია, როდესაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში კასპერმა მოდრიჩის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მაშინ გამოჩნდა, თუ როგორ ამაყობდა მამა შვილით. იმავეს თქმა შეიძლება ამ ევროპაზე.
კასპერ შმეიხელი პიტერის ღირსეული შთამომავალია.
მომზადებულია sports-ის მიხედვით