11 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრები იტალიას უმასპინძლებს და 55 წლის შემდეგ დიდი ტურნირის მოგებას შეეცდება. ბევრი მიიჩნევს, რომ ნიდერლანდელი მსაჯი დანი მაკელი "სამ ლომს" ნახევარფინალში გამარჯვებაში დანიელთა კარში საეჭვო პენალტის დანიშვნით წაეხმარა. ფინალს მისი თანამემამულე ბიორნ კუიპერსი მოემსახურება და იტალიელები შიშობენ, რომ არბიტრი ბრიტანელებს მიემხრობა. ამაზე მოსაზრება "გაძეტა დელო სპორტთან" "სკუადრა აძურას" ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ გამოთქვა, რომელსაც კუიპერსთან "კეთილი მოგონებები" აკავშირებს:
"ინგლისი ფიზიკურად ძლიერი გუნდია, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ფინალში გასვლა დაიმსახურეს. თერთმეტმეტრიანისას მსაჯი მათ მიმართ ძალიან მოწყალე აღმოჩნდა.
გულუხვი საჩუქარი გაუკეთა. ინგლისი სახლში თამაშობს და მოგებაზე ოცნებობს.
ზეწოლა იგრძნობა, მაგრამ გუნდი, რომელიც გადამწყვეტ დაპირისპირებას ფსოქოლოგიურად უკეთ შეხვდება, უპირატესობას მიიღებს. ეს ესპანეთისგან განსხვავებული თამაში იქნება. ახლა გაცილებით მეტი იქნება დამოკიდებული ნახევარდაცვაზე. ინგლისი ლამის ოთხი თავდამსხმელით თამაშობს, მაგრამ უჭირს, როდესაც უბურთოდ რჩება".