რუნისაც გადაასწრო - კეინი ინგლისის ნაკრებში ყველა დროის გოლეადორია

AutoSharing Option
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში იტალიამ ინგლისს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

სტუმართა მხრიდან ერთი გოლის ავტორი პენალტის ნიშნულიდან "ტოტენჰემის" ფორვარდი ჰარი კეინი გახდა.

ამ შეგდებული ბურთით 29 წლის თავდამსხმელი უკვე ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია. კეინის ანგარიშზე 54 გოლი ფიქსირდება, უეინ რუნის კი მეტოქეთა ბადე 53-ჯერ შეურხევია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული