ყაზახეთმა მოიგო, ჯგუფის თანალიდერია და შეიძლება საქართველოს ნაკრებს არ შეხვდეს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, H ჯგუფში, მეექვსე ტურში ყაზახეთმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდია 1:0 დაამარცხა.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, თამაშს ქვეყნის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევიც დაესწრო და პირთამდე სავსე სტადიონზე მასპინძლებმა გამარჯვება მოიპოვეს. ნამატჩევს პრეზიდენტი გასახდელში შევიდა, ფეხბურთელებს წარმატება მიულოცა და რჩევაც მისცა - ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება გმართებთო.

ამ მომენტისთვის ჯგუფში 12-12 ქულით ლიდერები ფინეთი და ყაზახეთი არიან, მესამე ადგილზე 10 ქულით დანიაა, რომელიც დღეს სტუმრად ფინეთს დაუპირისპირდება.

ყაზახეთმა ევროპირველობის შესარჩევ ტურნირზე პირველად მოიპოვა 12 ქულა და შემდეგ შეხვედრას 14 ოქტომბერს
გასვლაზე დანიასთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, ყაზახეთი ერთა ლიგიდან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების შესაძლო მეტოქეა - თუ შესარჩევის ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ასტანა. "ასტანა არენა"
ყაზახეთი - ჩრდ. ირლანდია 1:0
გოლი: სამოროდოვი (27)
მკითხველის კომენტარები / 40 /
12 ქულა საქართველომ რომელ საკვალიფიკაციოზე დააგროვა?
მი
16:53 11-09-2023
12
ოთხი მოცებიდან ორი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ერთი სან მარინოსთან აქვთ.დარჩათ დანიაში,ფინეთში და სლოვენიაში თამაშები.სამივეს წააგებენ დიდი ანგარიშით.გავლენ არა კვახი.აი საქართველო აუცილებლად მოხვდება ევროპის ჩემპიონატზე!!!
რეზო
16:18 11-09-2023
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული