ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა

AutoSharing Option
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელთან, სტანისლავ ჩერჩესოვთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა და კომპენსაცის სახით 500 ათას ევროს გადაუხდის. ეს თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდგომი 5 თვის მანძილზე უნდა აეღო.

ჩერჩესოვი ყაზახეთის ნაკრებს 2024 წლის ივნისში ჩაუდგა სათავეში, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ერთა ლიგაზე 6 მატჩიდან 5 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. თუმცა, გადაყენების მთავარი მიზეზი არა შედეგები, არამედ მწვრთნელის უხიაგი ხასიათი იყო, რომელსაც მედიასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა.

სლოვენიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პსჟ-ის მაისურიანმა ჟურნალისტმა ბეგასილ სეუთხანოვმა სტანისლავს კითხვა ყაზახურ ენაზე დაუსვა, რაზეც
მან უპასუხა: "შენ რა, ახლა ფრანგულად მელაპარაკები, ოსურად შემიძლია გიპასუხო?“ ყაზახეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ალეკსეი პოპოვმა განაცხადა, რომ თუ რუსეთში ჩერჩესოვს მეფედ მიიჩნევენ, ის იქ არავინაა და არ შეიძლება ადამიანებს ისე მიმართო, როგორც პირუტყვს.

„ზენიტის“ და „სპარტაკის“ ექს-ნახევარმცველი ვლადიმერ ბისტროვი კი მიიჩნევს, რომ ყაზახები ძალიან ზარმაცები არიან, ფეხბურთელებმა ჩერჩესოვის დისციპლინას ვერ გაუძლეს, გადაიწვნენ და ფედერაციამ ამიტომ დაითხოვა სამუშაოდან.

Legalbet-ის ცნობით, ჩერჩესოვმა შეიძლება „პერსეპოლისი“ ჩაიბაროს, რომლის ღირსებასაც გიორგი გველესიანი იცავს. გამოცემის მტკიცებით, ირანული კლუბი მას იმაზე მაღალ გასამრჯელოს სთავაზობს, რასაც ყაზახეთში იღებდა.

alt"შენ რა, ფრანგულად მელაპარაკები?" - ჩერჩესოვი ყაზახ ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა მშობლიურ ენაზე დაუსვა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამიტომ არ უნდა გქონდეს ურთიერთობა ამ უჯიშოებთან, ყველა მეზობელს ზემოდან უყურებენ, არადა ვერცერთ მეზობელთან ახლოს ვერ მივლენ კაცობით, ადამიანობით, მეგობრობრობის უნარით, ისტორიით და ვაჟკაცობით...
მგელო
10:21 28-01-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული