ევრო 2024-ის 13 მონაწილე ცნობილია - ყაზახეთი შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩები და ევრო 2024-ის საგზური კიდევ ორმა გუნდმა მოიპოვა - ალბანეთმა და დანიამ.

უკვე ცნობილია ევროპირველობის 13 მონაწილე: გერმანია (მასპინძელი), ალბანეთი, დანია, ავსტრია, ინგლისი, ბელგია, უნგრეთი, ესპანეთი, შოტლანდია, პორტუგალია, თურქეთი, საფრანგეთი და სლოვაკეთი.

ტურნირზე გასვლის შანსი აქვს ყაზახეთს, რომელიც H ჯგუფში 18 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან სლოვენიას 1 ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს 20 ნოემბერს ლიუბლიანაში შეხვდებიან და ყაზახებს მიზნის მისაღწევად სტუმრად გამარჯვება სჭირდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ყაზახეთი ჯგუფიდან გავა, მარტში ჩასატარებელ
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები შეიცვლება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
პრობლემები და სათქმელიც ძალიან ბევრია, მაგრამ ყაზახეთის ჯგუფიდან, დარწმუნებული ვარ, ამ ბებრული დაცვითაც გავიდიდით. რა ვქნა, სულ მომავლისა მჯერა და კი დავბერდი, ამ რაღაცის ლოდინში.
დიდება საქართველოს!
ლევანი
18 ნოემბერი 2023 14:52
2
ჩვენი დივიზიონიდან თურქეთი პირდაპირ გავიდა, ბოლო ტურებამდე საბერძნეთი, ლუქსემბურგი ყაზახეთი გასასვლელად იბრძვიან - ალბანეთი ევრიპაზეა უკცე - ახლა ჩამოვჯდეთ ორღობის ძირში და ჭკვიანი სახეებით ვილაპარაკოთ ალბანეთის მშპ-ზე, მოსახლეობის რაოდენობაზე, ეროცნული ჩემპიონატის სიძლიერეზე, ბავშვთა ფეხბურთზე ჩადებულ ფულზე დ.ა.შ. მახსოვს 2003 წელს აშშ რონ შეიჭრა ერაყში, იმდროინდელ ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში ეკითხებოდნენ როგორ ხდება რომ ბაღდადს ბომბავენ და მოსახლეობას ელ ენერგია მიეწოდება თბილისი კი ჩაბნელებულიაო რაზეც მინისტრმა ნახევრსაათიანი მონოლოგი მოარტყა ერაყის ენერგესოსისტემებზე - პასყხად კი ერთერთმა დეპუტატმა უთხრა - ჯარგია მინისტრი ნახევარი საათია რომ გვიხსნის ბაღდადში დენი რატომ არ ითიშება მაგრამ ერთი წინადადებით ვერ გვითხრა თბილისის დენი რატომ არ მიეწოდებაო. ასეა ახლა ფეხბურთშიც აბა დამწკრივდით ახლა და გაგვანათლეთ ყაზახეთის, მალტის, ალბანეთის და ლუქსემბურგის წინსვლის მიზეზებზე
იბერია
18 ნოემბერი 2023 13:56
1
ისევე როგორც შუქს სპეციალურად აქრობდნენ თან ელექტროენერგიას ყიდიდნენ მეზობელ ქვეყნებში, იგივე არის ფეხბურთშიც - ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ და სპეციალურად ტოვებენ ნაკრებს ჭაობში. გაიხსენეთ რა გააკეთეს ერთა ლიგის ფინალში
Sastiki
18 ნოემბერი 2023 19:38
0
1000%
.
18 ნოემბერი 2023 19:18
0
ყაზახეთის გასვლის შემთხვევაში, ერთა ლიგიდან საგზურის მოსაპოვებლად მას აზერბაიჯანი ჩაანაცვლებს, შესაბამისად მათთან მოგვიწევს თამაში თბილისში, საბერძნეთი კი ლუქსემბურგს დაუპირისპირდება
ფერნანდო
18 ნოემბერი 2023 12:59
0
ალბანეთი უკვე მეორედ გავიდა ევროზე, ჩვენ კი დღემდე ჭაობში ვართ! სირცხვილია რა, სირცხვილი!...
ალბანეთი რომ გაჯობებს!! ფუ....

მაგრამ ეს ჩვენი ბრალიცაა (ქომაგების) იმიტომ, რომ კომენტარების წერის გარდა არანაირ ინიციატივას არ ვიჩენთ, იმისთვის რომ ფედერაციაში რამე შეიცვალოს!
წლებია ვითმენთ კორუმპირებულ ფედერაციას, კობიაშვილის საძმაკაცოთი და ვითომ მწვრთნელი სანიოლით! 1-7 ის მერე თავმოყვარე ფანები რამეს მაინც მოიმოქმედებდნენ...

იმ ფეხბურთელებზე ხომ საერთოდ არ ვსაუბრობ, ელემენტარულად 2 ტაიმი სირბილი და პრესინგი რომ არ შეუძლიათ!! ეხ...
ბესო
18 ნოემბერი 2023 12:20
2
კიბატონო, გასაკრიტიკებელი გავაკრიტიკოთ, მაგრამ ჯგუფები რომ კატასტროფულად არათანაბრად არის დალაგებული ეგეც უნდა ითქვას. სან მარინო, ჩრდ. ირლანდია, ყაზახეთი,ფინეთი, სლოვენია- დანიის გამოკლებით ფაქტიურად ერთა ლიგის ბოლო ჯგუფია რა და სხვა ჯგუფებიც ასეა მეტნაკლებად.. გადასახედია წესები. თუმცა ეს ყველაფერი არ ცვლის იმას,რომ კვიპროსის გარდა ვერავისთან სამი ქულა ვერ ავიღეთ და ამას არაფერი ამართლებს,მითუმეტეს რაც წავაგეთ ყველა უშანსოდ წავაგეთ და ნორვეგიამაც აქ გვაჩუქა ის კინკილა ერთი ქულა. მხოლოდ უმოტივაციო შოტლანდიასთან მოვახერხეთ ასე თუ ისე თანაბარი თამაში. ასე საბერძნეთს კი არა ლუქსემბურგს და აზერბაიჯანსაც ვერ მოვუგებთ, ნახეთ რა შედეგები დადო ორივემ.. ისიც კარგად ვიცით,რომ მარტამდე არაფერი არ შეიცვლება ძირეულად, არც მწვრთნელი,არც ტაქტიკა,არც შემადგენლობა.. კვარას ფაქტორი და იღბალი თუ გვიშველის,მეტი არაფერი
ალექს
18 ნოემბერი 2023 11:55
1
რა წესები ეგ გუნდები კარგი შედეგებით არიან მაღალ კალათებში დანიას როდის მოუგეთ
Mima
19 ნოემბერი 2023 07:45
0
ხო, რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ჩვენთვის, ალბანეთი მეორედ გადის ევროზე, ყაზახეთს, მოლდოვას, აქვს შანსი, ამას ვინ წარმოიდგენდა, ლუქსემბურგსაც ბოლო ტურამდე ქონდა შანსი, ადრე მახსოვს სომხეთსაც ერთი ორჯერ ქონდა შანსი, ჩვენ კი 30 წელზე მეტია ერთი და იმავე ორმოში ვტრიალებთ, ყველაფერი მწვრთნელს რომ დავაბრალოთ ალბათ არასწორია, რაღაც გვაკლია და ეს რაღაცის გამოსავალი უნდა მოიძებნოს
Nukri
18 ნოემბერი 2023 11:26
0
კაით რა ნუ აიანცეთ ყველაფერი, მაგ ჯგუფებში სადაც ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი მოხვდნენ ეგებ ჩვენც გვექნა რამე და მაგათზე მეტიც. კაი ბატონო ჩვენ გვჯობიან მარა დავიჯერო ნორვეგიაზე მაგრები არიან?
რრრ
18 ნოემბერი 2023 11:25
6
მოლდოვა გამოგრჩათ! მოლდოვაც ინარჩუნებს შანს, თუ გასვლაზე ყაზახეთივით ჩეხეთს მოუგებს და ჩატოვებს ჯგუფში ჩეხეთს და პოლონეთს! ჩვენ კიდევ სანიოლი ვაქოთ და ვადიდოთ თავისი ხუშტურებით ფედერაციასთან ერთად! ყაზახეთმა და მოლდოვამ ჯგუფში ჩვენზე მეტი ქულებიც დააგროვეს და შანსსაც ინარჩუნებენ! მაგათ ისეთი ნიჭის არც კვარაცხელია ყავთ, არც ჩაკვეტაძე და არც არაბიძე! აი მაგალითი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნორმალური მთავარი მწვრთნელის ყოლას, რომელმაც იცის თავის საქმის კეთება და არ არის დილეტანტი ამ საქმეში, როგორც სანიოლია!
მწვრთნელი
18 ნოემბერი 2023 10:44
1
ალბანეთი უკვე მეორედ გავიდა ევროპაზე, მოლდოვას და ყაზახეთს რეალური შანსი აქვთ გასვლის, ესეთი რამ ჯგუფურზე სიზმრადაც არ დაგვსიზმრებია:(((
30 წელი თან ამის მოლოდინში, რომ ვარ, მგონი უკვე აღარაფრად მიმაჩნია ევროზე გასვლა, უბრალოდ სირცხვილია მართლა ჩვენი!!!
ზურა
18 ნოემბერი 2023 04:28
0
კია ნამდვილად ეგრეა, მარა ალბანეთსაც და ყაზახეთსაც ჯგუფსი მაფრად გაუმართლათ, მაგ ჯგუგებში ჩვენც გვექნებოდა ეგეთი და უკეთესი შანსი...
რა მაფიაა?
18 ნოემბერი 2023 11:08
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული