ლებეფი: პორტუგალიას ევრო 2024-ის მოგება მხოლოდ რონალდოს გარეშე შეუძლია

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ფრანკ ლებეფს, მიაჩნია, რომ პორტუგალიას რონალდოს გარეშე ევროპის ჩემპიონატის მოგების მეტი შანსი აქვს:

"ვფიქრობ, პორტუგალია ევრო 2024-ის მოგების პრეტენდენტთა შორისაა. ტურნირზე გამარჯვების მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ რონალდოზე უარს იტყვიან.

მინდა რონალდოს მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ფეხბურთი ახალ სიმაღლეზე აიყვანა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული", - ციტირებს ლებეფს Goal-ი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
საქმე ისაა რომ დღევანდელი რონალდო ძალიან განსხვავდება თუნდაც ოთხი წლუს წინანდელი რონალდოსაგან. რადგან კარიერის ბოლოა, ზედმეტადაა გამოკიდებული პირად რეკორდებს. ამას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ ახლა ძალიან გამძაფრებული აქვს- მარტო ის ამბავი რად ღირს, რაც მსოფლიოზე ატეხა იმ გოლთან დაკავშირებით,ბრუნოს დარტყმას რაც მოჰყვა. ზედმეტად ქაჩავს თავისკენ საბანს. ეს კი ყოველთვის ცუდად მოქმედებს მთლიანად გუნდზე. თუ შეძლო და ეს ეგოიზმი დაძლია, მაშინ ცხადია სხვაგვარად იქნება საქმე.
ვეთანხმები ლებეფს
01:28 09-06-2024
0
ფრანგებმა დაიწყეს კონკურენტების ფსიქოლოგიური დამუშავება
კოკა
02:55 05-03-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული