Mail Sport: EURO 2024-ისთვის ნაკრებთა განაცხადში ფეხბურთელთა რაოდენობა 23-დან 26-მდე გაიზრდება

AutoSharing Option
UEFA-მ განაცხადების რაოდენობა 23 ფეხბურთელიდან 26-მდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Mail Sport-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ძალიან მწყდება გული, რომ სპორტული საიტი რადიკალური პოლიტიკური დაპირისპირების საგანი ხდება. ზოგადად, რა გვჭირს ხალხო? შაჰ-აბასი, რომელსაც ბებია ქართველი ყავდა და მის გაზრდაში ალბათ წვლილი მიუძღვის, იცნობდა ქართველთა ბუნებას და ნატრულობდა - ღმერთმა ქართველებს ერთი პირი ნუ მისცესო. რომაელთა ძველი სიბრძნეა - გათიშე და იბატონე. საქართველოს მტრების მიზანია, ერი მუდმივად დაპირისპირებაში და შინა აშლილობაში ამყოფოს. იგივე მიზანი აქვს რადიკალ პოლიტიკოსებს - მუდმივად მოღალატე და გამყიდველი უძახონ სხვას, ხანდახან თავისი ცუდი ზრახვები რომ დაფარონ. არათუ ქვეყანა, ოჯახებიც არის საქართველოში, სადაც ზოგი ოცნებას უჭერს მხარს, ზოგი ნაცებს, ზოგს რუსეთი ესიმპათიურება, ზოგს დასავლეთი. ჩემს ოჯახშიც არიან წევრები, მშობლები, ვინც ფიქრობს, რომ შევარდნაძე დიდი პოლიტიკოსი იყო და განსაკუთრებით, სტალინის გენიოსობის წამთ. ცოლი ნაცებს უჭერს მხარს, მიშას რეფორმები მოწონდა, განსაკუთრებით პირადობის, მართვის მოწმობების, პატრულის და სხვა რეფორმების კუთხით. ჩემი შვილი ოცნებას უჭერს მხარს და ნაცებს მეცოცხეებს უძახის, ხოლო სტალინს გულაგთან აიგივებს. ამათ პოლიტიკურ სიმპათიებს რომ ავყვე, მთელი ცხოვრება კამათში და ლანძღვა-გინებაში უნდა გავატარო. გონზე მოვეგოთ ხალხო, აზრის გამოთქმას არავის უშლიან, ვიკამათოთ, ვიდისკუსიოთ, მაგრამ საწინააღმდეგო აზრის მატარებლებს, ყველას მოღალატეებს და გამყიდველებს ნუ ვეძახით, ხანდახან პოზიტივი და შეხების წერტილები ვეძებოთ ერთმანეთში, სხვანაირად ეს ქვეყანა ყვავ-ყორნებს დარჩება.
თენგაბი
24 აპრილი 2024 12:19
0
ჯიგარი ხარ, ჩემი სათქმელი თქვი.
YNWA
24 აპრილი 2024 14:44
0
ძალიან კარგია, რომ გაიზარდა განაცხადში ხალხის რაოდენობა. ლუქსემბურგი/საბერძნეთის განაცხადის 23 ფეხბურთელში დიდი ცვლილებები ვერანაირად ვერ იქნება და არც უნდა იყოს!!
Pepelu
24 აპრილი 2024 12:11
0
რაღა დროს ოქრიაშვილია საიდან მოგაქვთ ეგ იდეის დონეზეც არ უნდა განიხილებოდეს ან საერთოდ არ გესმით ფეხბურთი და მარტო გვარი გაგიგიათ.ოქრიაშვილამდე.არაბიძე.აზაროვილობჟანიძე სულ ძირითადშია სულ თამაშობს.სიგუა თუნდაც.რას იგონებთ რა ოქრიაშვილი.გველესიანიც შეიძლება.
გიო
24 აპრილი 2024 01:33
0
SAZONOVI!!!
.
23 აპრილი 2024 23:10
0
კარში: (3) მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი
დაცვა: (5) საზონოვი, ს. კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, დვალი
ფლანგები: (6) კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი, ს. ლობჟანიძე, აზაროვი, წიტაიშვილი, შენგელია
ცენტრი: (6) ქოჩორაშვილი, კანკავა, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი
წინ: (4) კვარაცხელია, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია

ეს 24 კაცი უეჭველი იქნება ალბათ თუ არავინ დაიმტვრა.

კიდევ ორი კაცი უნდა შეირჩეს. მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველი აუცილებლად. ყველაზე მეტად ეგენი დაიტვირთებიან ყვითლებით. თან ყველაზე პოზიციაზე 2 კაცი მაინც იქნება საჭირო. ერთსაც ალბათ ცენტრალურ ნახევარმცველს დაამატებენ ვინმეს.

ასარჩევი ხალხი არის შემდეგი:

დაცვა: გველესიანი, ხოჭოლავა, ი. გელაშვილი, კალანდაძე
ფლანგები: მამუჩაშვილი
ცენტრში: ალთუნაშვილი, სიგუა, აბურჯანია, ლ. გაგნიძე, მექვაბიშვილი
წინ: ვოლკოვი

ამ სიას ის ორი კაციც დავამატოთ გულშემატკივრის ნაწილი რომ ითხოვს (სამართლიანად თუ უსამართლოდ ეგ სხვა საკითხია) : არაბიძე და ოქრიაშვილი. მაინც მგონია ამ ორს თითქმის არ აქვთ შანსი, ჯერ ერთი სულ ორი კაცის ადგილია დარჩენილი და უფრო
მცველს და ნახევარმცველს წაიყვანს, მეორე, ისეთ ხალხს წაიყვანს, ვისაც უკვე ნათამაშები აქვს ამ ციკლში და ბიჭებთან შეთამაშებულია.

საბოლოო ჯამში თუ ზემოთ 24 კაცს არავინ მოაკლდა, 1 მცველს დაამატებს აუცილებლად და ერთსაც ან ისევ მცველს ან ცებტრალურ/საყრდენ ნახევარმცველს
რემისია
23 აპრილი 2024 19:49
5
არაბიძის დატოვება დანაშაულია ქართული ფეხბურთის წინაშე!
პეტროსი
23 აპრილი 2024 18:41
9
არ არის არაბიძის ადგილი. 4 შემტევის ადგილია. ხვიჩა, მიქაუტაძე და ზივზივაძე უეჭველი მოხვდებიან. მაშინ ქვილითაია უნდა დატოვოს. ქვილითაია სულ სხვა სტილის ფეხბურთელია. კი ბატონო არ ბრწყინავს მაგრამ, ძალიან საეჭვოა არაბიძე ანაცვალოს
ვის მაგივრად წაიყვანოს
23 აპრილი 2024 19:51
5
აქ წავიკითხე ბევრი ვარიანტები და არ დავიწყებ ჩამოთვლას …უბრალოდ დავწერ იმას რომ ვინც ვერ მოხვდა განაცხადში ნახევარფინალსა და ფინალში უნდა დაემატოს აუცილებლად საზონოვი, აზაროვი და არაბიძე ….ასევე ვის მაგივრადაც გინდათ ხვალინდელი დღე ნაკრების არის სიგუა ვინც ასე თუ ისე თამაშობს და როცა თამაშობს არც თუ ისე ცუდად …და იმედია რომ ოქრი შევა ფორმაში და მისი ადგილიც გამოიძებნება….
მდააა
23 აპრილი 2024 18:35
9
Arabidze qvilitaias magivrad
Jeko
23 აპრილი 2024 16:34
3
გამიხარდა. აზაროვზე, საზონოვსა და ლობჟანიძეზე მწყდებოდა გული, რომელიმე რომ ვერ მოხვდესო

ეს ხალხი ალბათ უეჭველი იქნება განაცხადში:

კარში: (3) მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი
დაცვა: (5) საზონოვი, ს. კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, დვალი
ფლანგები: (6) კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი, ს. ლობჟანიძე, აზაროვი, წიტაიშვილი, შენგელია
ცენტრი: (5) ქოჩორაშვილი, კანკავა, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე
წინ: (4) კვარაცხელია, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია

ეს კი გამოვიდა 23 კაცი. დანარჩენი 3 ადგილი საინტერესოა როგორ განაწილდება. ალბათ 1 აუცილებლად ცენტრალურ მცველს დაამატებს და 1 ცენტრალურ ნახევარმცველს.

ამ ხალხიდან აირჩევს ჩემი აზრით:

დაცვა: გველესიანი, ხოჭოლავა, ი. გელაშვილი, კალანდაძე
ნახევარდაცვა: სიგუა, გაგნიძე, აბურჯანია
წინ: ვოლკოვი

არაბიძე მაინც მეეჭვება შეიყვანოს თუნდაც 26 კაცში. იმათ წაიყვანს ვისაც ეყრდნობოდა შესარჩევ ციკლში და ვინც ერთმანეთთან შეთამაშებულია და წვლილი მიუძღვით ევროპაზე გასვლაში
კარგია
23 აპრილი 2024 14:09
4
გელაᲨვილს ჯაბა იოსელიანი ჯობია
ჯაბა
24 აპრილი 2024 10:28
0
კარში: (3) მამარდაშვილი, ლორია, გუგეშაშვილი
დაცვა: (5) საზონოვი, ს. კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, დვალი
ფლანგები: (6) კაკაბაძე, გოჩოლეიშვილი, ს. ლობჟანიძე, აზაროვი, წიტაიშვილი, შენგელია
ცენტრი: (5) ქოჩორაშვილი, კანკავა, კიტეიშვილი, კვეკვესკირი, ჩაკვეტაძე
წინ: (4) კვარაცხელია, მიქაუტაძე, ზივზივაძე, ქვილითაია

ეს 23 კაცი მეც მგონია, უბრალოდ ვფიქრობ.
1. შემთხვევით გამოგრჩა დავითაშვილი :)
2. ყველა პოზიციაზე მინიმუმ 2-2 კაცს წაიყვანს, ამიტომ რადგან 3 ცენტრალური მცველით თამაშობს აუცილებლად დაემატება ხოჭოლავა, თუ ფორმაში შესვლა მოასწრო
3. როგორც ოქრიაშვილმა აღნიშნა, სანიოლმა უთხრა გაქვს შანსიო. ეს არც გამკვირვებია და აქვს თავისი მიზეზები. I - დადებითი აურა და ერთიანობა შეაქვს ნაკრებში (ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი კანკავას გამოძახების), გუნდში კი მთავარი ყოველთვის კარგი ატმოსფეროს შექმნაა. II - ძალიან შრომისმოყვარე მოთამაშეა, პირადად მე არმახსოვს თამაში როცა ოქრი თავის კაცს არ ჩამოყვა ან დაცვაში ბრძოლა დაეზარა. ასე რომ თუ ფორმაში იყო არგამიკვირდება მისი გამოძახება.

4. ესე მარტივად რომ შევხედოთ 26 კაცი ვითომ შეიკრიბა, თუმცა.. არვიცით ვინ იქნება ჯანმრთელი, ვინ როგორ ფორმაში შეხვდება ევროპის ჩემპიონატს. გვყავს ფეხბურთელები ვისაც ნაკრებში მოხვედრის პრეტენზია აქვთ და ექნებათ! არაბიძე, ალთუნაშვილი, გველესიანი, აბურჯანია, მამუჩაშვილი, ვოლკოვი, ბერიძე, მიქელთაძე, დამატებული ახალგაზრდები (თუნდაც 21 წლამდელის), ვინც შეიძლება გამოცდილების მისაღებად წაიყვანოს. ეს მხოლოდ ის სიაა ვინც უცებ გამახსენდა. ბევრმა დაწერა ყაზაიშვილი, ვისაც პატივს ვცემ, მომწონს როგორც მოთამაშე, თუმცა მისი ამბების გათვალისწინებით ვფიქრობ ნაკრებში სიტუაციის არევის რისკს მოერიდებიან.
ყველას_თავისი_აზრი_აქვს
23 აპრილი 2024 17:39
2
ყველა გამოხმაურება
ჰოდა თუ მასეა, მაშინ არაბიძე, აზაროვი და ოქრო დაამატოს-4 დრეში ერთხელ თამაშებს დასჭირდება შემტევი პოტენციალის ქონა თუნდაც თადარიგში-რა იცი როდის დაგვჭირდება და როდის გაისვრის არაბა შორიდან :)
inviz9
23 აპრილი 2024 13:44
21
ოქრი და ყაზე კიდო. ისე ყაველაც შეიძლება და კობიც
უშანგი
23 აპრილი 2024 15:44
4
ნებისმიერ ფეხბურთელზე შეიძლება გამოთქვა ეჭვი, თუნდაც მბაპეზე, "სივრცე რომ არ მისცენ?" "რომ არ დაარტყმევინონ?", კარგით რა, საქართველოს ფეხბურთის გულშემატკივრების უმრავლესობას გვჯერა არაბიძის და მისი იგნორირება დანაშაულია ქართული ფეხბურთის წინაშე.
რამაზი
23 აპრილი 2024 15:07
4
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული