საათები საქართველოსთვის ისტორიული ევროს დაწყებამდე - ყველა ნაკრების წარდგენა

AutoSharing Option
ევრო 2024 პარასკევს, 14 ივნისს, მასპინძელი გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება. ტურნირის წინ დიდი მოლოდინებია, რომლებსაც დებიუტანტი საქართველოს ნაკრებიც უერთდება. Sportall.ge ევროპის ჩემპიონატის შესახებ მორიგ მასალას გთავაზობთ, რომელიც ამჯერად ყველა მონაწილეზე გიამბობთ.

ფულკრუგი გოლს აღნიშნავს

Sportall.Ge

A ჯგუფი: გერმანია/შვეიცარია/შოტლანდია/უნგრეთი

მომავალი ტურნირის მასპინძელ გერმანიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბევრი პრობლემა გამოჩნდა. საბოლოოდ, გუნდში ზარ-ზეიმით მიყვანილი ჰანსი ფლიკი (უკვე "ბარსელონაშია") გაათავისუფლეს და ნაკრები იულიან ნაგელსმანს ჩააბარეს. გერმანელებს კრიზისი საკმაოდ გაუგრძელდათ და ახლა მის დასრულებას ელიან. "ათიანი" ჯამალ მუსიალა ფორმაშია; ტონი კროოსის დაბრუნებასა და
კაპიტან ილქაი გიუნდოგანთან ერთად თამაშს სასიკეთო ძვრები უნდა მოჰყვეს; ნიკლას ფულკრუგს წელს "ბორუსიაში" გაჰქონდა (ჩემპიონთა ლიგის ბრწყინვალე სეზონშიც), გატანის იმედები კი კეი ჰავერცსაც უკავშირდება.

ბოლო 20 წლის განმავლობაში შვეიცარია მხოლოდ ერთ დიდ ტურნირზე ვერ გავიდა (ევრო 2012). ასე რომ, სტაბილურობა შესაშურია. ისინი ჩემპიონატს ვერ მოიგებენ, მაგრამ ძლიერი გუნდი ჰყავთ - მეკარე ზომერი, აკანჯი, შერი, ჯაკა... ზეკი ამდუნს (ბარნლი) ბოლო დროს ცოტა გააქვს, არადა, მისი ეიმედებათ.

2022 წლის მუნდიალის გამოტოვების შემდეგ მარკო როსის უნგრეთს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. მთავარი ვარსკვლავი აქ "ლივერპულელი" სობოსლაია, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია. უნგრელები ჯგუფიდან გასასვლელად (6 ჯგუფიდან 4 მესამეადგილოსანიც გადის) აუცილებლად იბრძოლებენ. 

ანრი დელონეს თასის ფავორიტები არც შოტლანდიელები არიან, მაგრამ სკოტ მაკტომინეისა და ენდრიუ რობერტსონთან ერთად ისინი ბევრს ეცდებიან.

ტორესი ესპანელთა მთავარ დანაკლისს, გავის ამხნევებს

Sportall.Ge

B. იტალია/ხორვატია/ესპანეთი/ალბანეთი

იტალიას ევროზე გასვლაში მსაჯის გადაწყვეტილებაც რომ დაეხმარა (უკრაინასთან), ცნობილი ამბავია. ლუჩანო სპალეტიმ "ნაპოლისთან" ერთად სასწაული შეძლო და მას რასპადორის აქაც ეიმედება (პოლიტანოზე უარი თქვა). დიდი მნიშვნელობა ექნება მეკარე დონარუმას თამაშს. ევროპის მოქმედი ჩემპიონების მთავარი ვარსკვლავები მაინც ბარელა და კიეზა არიან.

ევრო 2024 ხორვატების განსაკუთრებული თაობისთვის ბოლო უნდა იყოს. ლუკა მოდრიჩმა შესარჩევის დროს თქვა, რომ დიდი ხანია, ასე ცუდად არ უთამაშიათ, საბოლოოდ კი თურქეთს ჩამორჩნენ და მეორეზე გავიდნენ. "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლისა (მცველისგან დუბლის შესრულების მიუხედავად) და კოვაჩიჩისგან უკეთეს სეზონს ელოდნენ.

დე ლა ფუენტემ დაამტკიცა, რომ ის "ფურია როხას" თავკაცობას იმსახურებდა. ესპანეთის ნაკრებიდან ვერაფერს გამოვრიცხავთ. მთავარი პრობლემა გავის ტრავმაა, რომელიც მან თბილისში მიიღო. ესპანელები გუნდურობით გამოირჩევიან. თუკი ვინმეს გამოყოფა იქნება საჭირო, ასეთი როდრია, მორატამ კი არაერთი უნდა გაიტანოს.

ალბანელებისთვის ეს მეორე ევროა. მათი რამდენიმე ფეხბურთელი იტალიაშია; "ბარსელონას" ყოფილ მცველ სილვინიოს გუნდი ბოლომდე იბრძოლებს.

ინგლისელთა კაპიტანი კეინი 

Sportall.Ge

C. სლოვენია/დანია/ინგლისი/სერბეთი

პირველი ევროდან 24 წლის შემდეგ, როცა სლოვენიის ნაკრებში გენიალური ზლატკო ზაჰოვიჩი თამაშობდა, ისინი კვლავ აქ არიან. რაც შეეხებათ სერბებს, ევროპირველობაზე პირველად მონაწილეობენ მას შემდეგ, რაც 2006 წლიდან მხოლოდ სერბეთი დაირქვეს. 

კასპერ ჰიულმანდის დანია საკვალიფიკაციო ეტაპზე არასტაბილური იყო, წააგეს ყაზახეთსა და ჩრდ. ირლანდიაში, რთულად მოუგეს სან-მარინოსაც კი და ახლა ჯგუფში მყოფ სლოვენიელებსაც ვერ აჯობეს.

ფეხბურთის "სახლში დაბრუნებაზე" ისევ ბევრს ისაუბრებენ, ინგლისელებს ხომ 1966 წლის შემდეგ არაფერი მოუგიათ. საუთგეიტის ბიჭებს აქვთ ნიჭი და ახლა უკვე გამოცდილებაც, წინა ტურნირის ფინალში წააგეს, მთავარი მწვრთნელისთვის კი ეს ბოლო შანსია, რომელსაც ზედმეტი კონსერვატიზმის გამო აკრიტიკებენ. ინგლისელებს მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტი ნამდვილად არ აქვთ - ბელინგემი, ფოდენი, კეინი...

მბაპეს შეჩერება გაუჭირდებათ...

Sportall.Ge

D. პოლონეთი/ავსტრია/საფრანგეთი/ნიდერლანდები

პოლონეთის ნაკრები ბოლო დროს დიდ ტურნირებზე გადის. გუნდის მთავარი ვარსკვლავები "ნაპოლიდან" წასასვლელად გამზადებული პიოტრ ზელინსკი და რობერტ ლევანდოვსკი (პირველ ტურს გამოტოვებს) არიან. ლეგენდარულ "ცხრიანს" შესარჩევი ეტაპი ნაკლებად წარმატებული ჰქონდა.

რალფ რაგნიკი, რომელიც ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გვახსოვს, ერთ დროს კი ლევან კობიაშვილის "შალკეს" თავკაცობდა, ავსტრიის ნაკრებს მშვენივრად მოერგო. 2022 წლის მუნდიალის გამოტოვების შემდეგ ავსტრიელების პროგრესი აშკარაა. მათი მთავარი პრობლემა დავიდ ალაბას ტრავმაა.

საფრანგეთის ნაკრები ტურნირის მთავარი ფავორიტია და დაველოდოთ, ამ სტატუსს როგორ გაამართლებს. გუნდს გარკვეული პრობლემები მარჯვენა მცველის პოზიციაზე თუ აქვს, სადაც უფრო "მარსელელი" კლაუსი თამაშობს, ვიდრე "ბარსელონელი" კუნდე; ცენტრში "არსენალელი" სალიბას პროგრესს ვხედავთ; ისედაც ძლიერი ნახევარდაცვა 18 წლის უორენ ზაირე-ემერმა (პსჟ) უფრო გააძლიერა, კილიან მბაპეს შეჩერება კი, იდეალური სეზონის არქონის პირობებშიც, ყველას გაუჭირდება. არც ანტუან გრიზმანი გვავიწყდება.

მეორედ დაბრუნებული როლანდ კუმანის ნიდერლანდელებს ხარისხი აშკარად აკლიათ. გაკპო მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი იყო, მაგრამ გაგრძელება სათანადო არაა; ხავი სიმონსი პერსპექტიული ბიჭია, მემფის დეპაი კი ცუდი საკლუბო პერიოდის დროსაც, ნაკრებში სახიფათოა. კვლავ ბევრი იქნება დამოკიდებული კაპიტან ვან დეიკზე, "მანჩესტერში" ვერგამართლებულ ვერგჰორტს კი "ჰოფენჰაიმში" გააქვს.

ლუკაკუმ შესარჩევში 14 გოლი გაიტანა...

Sportall.Ge

E. რუმინეთი/ბელგია/სლოვაკეთი/უკრაინა

ედვარდ ლონდარესკუმ რუმინელებთან ერთად ერთგვარი სასწაული მოახდინა და ვნახოთ, ეს სადამდე გაგრძელდება...

დომენიკ ტედესკომ ბელგიის გაახალგაზრდავება დაიწყო. ბელგიელებს ბოლო მუნდიალის შემდეგ არ წაუგიათ. რომელუ ლუკაკუს ისევ გააქვს, შესარჩევ ეტაპზე მის ამგარიშზე 14 გოლი იყო. ტროსარი "არსენალში" შედეგიანია, გუნდშია "სიტის" დრიბლიორი დოკუ, კევინ დე ბრუინს კი დიდ ფორუმზე გადამწყვეტი სიტყვის თქმა კიდევ ერთხელ შეუძლია.

სლოვაკეთს შესარჩევ ჯგუფში გაუმართლა, მთავარი კონკურენტი მხოლოდ ლუქსემბურგი იყო, მაგრამ "ნაპოლის" მწვრთნელმა კალცონამ 2022 წლის ნოემბრის შემდეგ ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა. მთავარი ხალხი შკრინიარი და ლობოტკა არიან.

რებროვის უკრაინამ ნეიტრალურ მოედანზე ითამაშა, მაგრამ მიზანს "ერთა ლიგიდან" მაინც მიაღწია. აქ რუსეთის შემოჭრის შემდეგ განადგურებული ხალხის განწყობა ამაღლდა. უკრაინელებს მშვენიერი ახალგაზრდები ჰყავთ, მეკარე ლუნინიდან დაწყებული, შემტევ მუდრიკით დასრულებული.

"შვიდიანები" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან...

Sportall.Ge

F. ჩეხეთი/თურქეთი/პორტუგალია/ საქართველო

საქართველოს ნაკრები დიდი ტურნირის დებიუტანტია, რომელსაც ჯგუფიდან გამსვლელთა შორის არავინ დაასახელებდა, თუმცა ამის დიდი მოლოდინია - გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, რომელსაც "ფლანგის ჯადოქრად" იცნობენ. დიდი სატრანსფერო ინტერესებია მეკარე გიორგი მამარდაშვილის მიმართაც. ვილი სანიოლის ბიჭები გუნდურობით გამოირჩევიან.

ივან ჰასეკის მეორედ დაბრუნება და ღამის კლუბის სკანდალის შემდეგ ისევ დალაგებული ჩეხეთის ნაკრები ყველასთვის რთული მოწინააღმდეგე იქნება.

კუნცის გათავისუფლებამ და მონტელას დანიშვნამ გაამართლა, თურქეთის ნაკრებმა ცუდად დაწყებული საქმე კარგად დაასრულა, მაგრამ ბოლო ამხანაგურ მატჩებში ცუდი შედეგები აქვთ. ავტრიასთან (1:6) განადგურების შემდეგ, ვინჩენცოს გადადგომა ზოგიერთმა ჟურნალისტმაც სთხოვა. აღსანიშნავია, რომ თურქები დიდ ტურნირზე გახსნით მატჩებს მუდმივად აგებენ, ამ სტატუსით კი ახლა საქართველოსთან დაპირისპირება აქვთ.

პორტუგალიელებმა, მარტინესის ხელმძღვანელობით, შესარჩევ ეტაპზე ათივე მატჩი მოიგეს, გაიტანეს 36 გოლი (მხოლოდ კრიშტიანო რონალდომ და ბრუნო ფერნანდესმა - 16). გუნდმა სანტუშის შემდეგ შემტევი ფეხბურთი დაიბრუნა, მაგრამ გადამწყვეტ ეტაპებზე მარტინესის ბელგიას პრობლემები ჰქონდა. ვნახოთ, ახლა რა იქნება.

altმიქაუტაძეს ევროს შემდეგ დიდ გუნდში ველით - ფორვარდები, რომელთაც გერმანიაში გრანდებიც დააკვირდებიან...

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

მკითხველის კომენტარები / 43 /
ვერცეთ თამაშს ვერ მოვიგებთ შევრცხვებით
ტოლსენი
13 ივნისი 2024 15:13
42
რაც არ უნდა მოხდეს,შენ უკვე შერცხვენილი ხარ ამ კომენტარისთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ზოგჯერ სიმართლის ლაპარაკი არცაა გამართლებული. სიმართლე ზოგჯერ ტყუილზე უარესია
დავით 67
22 ივნისი 2024 03:39
0
არ ვიცი რა უნდა გიწოდო, ვინ ხარ ესეთი პესიმისტი და განადგურებული
შოთა
14 ივნისი 2024 02:18
0
ამ ჩემპიონატზე მხოლოდ ჩვენი ნაკრები მაინტერესრბს. ოცნება ასრულდა და ასეც მეჯერა. ფავორიტები კი არ იცვლება იგივეა რაც ადრე და არ გავაგრძელებ. ჩვენი ნაკრებიდან მგონია მიქაუტაძე და დავითაშვილი იქნება აღმოჩენა. ხვიჩა უკვე აღმოჩენილია და მისგან ყველა მოველით საუკეთესოს. დავითაშვილი ძალიან კარგად შემოდის შეცვლაზე უკვე რამდენი თამაშია აძლიერებს თამაშს.
G.LA
13 ივნისი 2024 14:47
0
ჩემი აზრით, ფავორიტი მაინც ინგლისია.
ქობულეთიდან
13 ივნისი 2024 13:02
4
საქართველოს ნაკრები 1/4 ფინალს ითამაშებს. რაც შეეხება პირველ მატჩს თურქეთთან, გავიმარჯვებთ 2-1, მგონია რომ ჩვენი კაპიტანი გოლს გაიტანს ამ თამაშში.
bebe
13 ივნისი 2024 12:38
5
4 ქულით გავალთ ჯგუფიდან
Zaza
13 ივნისი 2024 18:24
0
გერმანია კრიზისიდან მოხუცებით ვერ გამოვა,ტყუილად აქვთ გიუნდოგანის და კროოსის იმედი.მუსიალა კი არაა ის რაა.ბელგიის ფავორიტობები წარსულში დარჩა,ისევე როგორც ჰოლანდიის,ისევ ლუზერი დეპაის იმედადაა.საფრანგეთი კი მგონია რომ ჩააგდებს ამ ევროს,ისევე როგორც წინას.იტალიას კარგი მწვრთნელი ყავს და შორს წავა.ესპანეთიც დასტაბილირებული ჩანს.ინგლისს ქონდა მომენტები ბოლო წლებში როცა თითქოს უნდა მოეგოთ რაღაც,მაგრამ...თუმცა შემადგენლობა მართლა კარგი ყავთ და რაც მთავარია ბულინგემი..ყველაზე ძლიერი გუნდი პორტუგალია მგონია ამ ევროზე...
Master
31 მაისი 2024 12:22
7
რო იძახით ჯგუფიდან გასვლას ვერ მოთხოვთო რატო ვერ მოვთხოვთ ჩეხეთი ტურქეთი რა გუნდები არიან გრანდები არიან? ყოველ შესარჩევში ამათ არ ვეთამაშებით . კაი პორტუგალიას შეიძლება ვერ მოუგოთ მაგრამ ჩეხეთი და თუქრეთი ისეთი გუნდები არიან რო შეიძლება ორივეს მოვუგოთ
aleko
31 მაისი 2024 12:03
3
ჩეხეთს ისტორიაში არცერთხელ არ შევხვედრივართ. ამიტომ დაგიწერე დისლაიქი. ისე კარგი ბრძოლით და მინიმალურამდე დაყვანილი შეცდომებით შეგვიძლია ჯგუფიდან გავიდეთ რადგან ჩვენ გვყავს კვარა, ჟორჟი, ზურა, ჩაკვე და მამარდა რაც ძალიან დიდ უპირატესობას გვაძლევს თურქებთან და ჩეხებთან. აი პორტუგალიას რაც შეეხება მათ უნდა წააგონ ჩვენთან
roma bejanidze
31 მაისი 2024 15:18
2
მინდა ამ საერთო უაზრო, უარგუმენტო აჟიოტაჟს გამოვეხმაურო. წინასწარ ზეიმი დამარცხებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ობიექტურად საქართველოს ყველაზე სუსტი გუნდი ყავს. (გვარების ჩამოთვლაც სისულელეა). მოკლედ, პირველი -კარგია რომ გავედით ევროპაზე. მეორე, თუ გავნადგურდით-ეს გამოიწვევს დიდ კრიზისს. მესამე-ჯობს ამ ეტაპზე ვიფიქროთ, რომ არ შევრცხვეთ. ერთი ფრე მაინც რომ ავიღოთ, უკვე შედეგია. ორი ფრე, კარგი შედეგი. აი, ეს უნდა იყოს ორიენტირი და არა უაზრო ბლატაობა.
მწარე
31 მაისი 2024 11:55
9
ჩვენი ბიჭები ნაღდათ გავლენ ამ ჯგუფიდან !
მაგარი იმედი მაგვს !!
ეს ხომ ჩვენი ვაჟკაცები არიან!!
ჯონი
14 მაისი 2024 11:35
2
საქართველოს მიქაუტაძე ჰყავს!!! ისაა ამჟამად საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი
ბენტლი
14 მაისი 2024 00:01
7
ჯერ მიქაუტაძე თქვით. ჟორჟია და არა კვარა ამ ეტაპზე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. ამას სტატისტიკით ამტკიცებს
Georgia
13 მაისი 2024 23:39
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული