დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!

AutoSharing Option
დღეს, 14 ივლისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატის ფინალია და ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" (71 000 მაყურებელი) კონტინეტის მეფეს გვირგვინს დაადგამენ - ესპანეთი თუ ინგლისი?

მიუხედავად იმისა, "ფურია როხა" უმრავლესობის აზრით ფავორიტია და ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი მართლაც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, ეს ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მითუმეტეს, 1966 წლის შემდეგ "ფეხბურთის სახლში" დაბრუნებაზე, ანუ ინგლისის ნაკრების გამარჯვებაზე საუბრობენ, რაც არ მომხდარა... გარეთ საუთგეიტს ბევრს აკრიტიკებენ, თუმცა ფაქტია, ის ევროზე ზედიზედ მეორე ფინალს თამაშობს. საინტერესოა, რომ ინგლისელები გადამწყვეტ
შეხვედრაში საკუთარი ქვეყნის მიღმა პირველად ასპარეზობენ.

ფრანგი ფრანსუა ლეტექსიის საფინალო სასტვენის შემდეგ ერთ მხარეს დიდი ზეიმი იქნება. მოგეხსენებათ, ერთი წლის წინ ამ ქვეყნების 21-წლამდელები ევროპირველობის ფინალში ერთმანეთს ბათუმში დაუპირისპირდნენ, სადაც ინგლისელებმა (1:0) გაიმარჯვეს. რაც შეეხება ქალების ფინალურ დაპირისპირებას, მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთმა (1:0) დაამარცხა ინგლისი. ასე რომ, ამ ორი ქვეყნის სანაკრებო ჰეგემონია გრძელდება.

ესპანელებმა ჯგუფური ეტაპი გოლგაუშვებლად დაასრულეს, საკუთარ კარში პირველი გოლი კი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მიიღეს, რობინ ლე ნორმანდმა ოთარ კაკაბაძის ჩაწოდებასა და ხვიჩა კვარაცხელიასგან მომლოდინე ხიფათს ვერ გაუძლო და უნაი სიმონს გაუტანა. ამას გერმანიასა და საფრანგეთთან გამარჯვება მოჰყვა. ინგლისელებს უფრო მარტივი გზა მეტად გაურთულდათ, ჯერ ჯგუფში, შემდეგ კი პლეი-ოფში. ისინი თითქოს დაღლილები და უფანტაზიოები ჩანდნენ...

თუკი ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე არასდროს გაუმარჯვია, ესპანელებმა ეს სამჯერ შეძლეს, ფინალში კი ერთხელ დამარცხდნენ.

ტურნირზე ბომბარდირთა დავაც მიმდინარებს, სადაც გიორგი მიქაუტაძეც ჩართულია. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი - ჯუდ ბელინგემს პრეტენზია აქვს, "ოქროს ბურთი" მოიგოს და ამისთვის მას ევროპირველობის მოგება ძალიან დაეხმარება. მისი მთავარი კონკურენტი ახლა მაინც ვინისიუსია (არ დაგვავიწყდეს, მესი კოპა ამერიკის მოგებას უახლოვდება და გამორიცხული არაფერია). ასე რომ, ჯუდს თავისი მიზნები აქვს.

Sportall.Ge

ესპანელი ლამინე იამალი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ის 17 წლის გახდა და თავის გამოჩენას ფინალშიც ეცდება. მთავარი დანაკლისი პედრია, რომელმაც ტრავმა გერმანიასთან მიიღო.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი- კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, კუკურელია - რუისი, როდრი, ოლმო - იამალი, მორატა, უილიამსი;

ინგლისი: პიკფორდი - უოლკერი, სტოუნსი, გუეჰი - საკა, მაინო, რაისი, შოუ - ბელინგემი, ფოდენი - კეინი.

altჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - როგორ მოვექცეთ ჟურნალისტებს?!

altჩანაწერები გერმანიიდან - მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

მკითხველის კომენტარები / 28 /
ერთის დედაც და მეორისაც. 0-0 დამთავრდეს და პენლებში ვისაც უნდა იმან მოიგოს. მთავარია ჩვენმა ჟორჟმა ჩაიხუტოს ოქროს ბუცი. ესეთი შანსი ალბათ 50-100 წელი აღარ გვექნება კიდევ.
ტიჯანი პაპა
13:13 14-07-2024
9
არის ოციოდე წლის წინ გადაღებული მულტფილმი “სიმპსონები”, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთში ინგლისის ნაკრები ფინალში იმარვებს!… ო როგორ არ მინდა ეს მოხდეს! ეს იქნება ფეხბურთის ამაოების ზეიმი, უაზრო და უინტერესო ფეხბურთის!
ლაშა
11:18 14-07-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული