"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირმა და "ოქროს ბუცის" მფლობელმა გიორგი მიქაუტაძემ "ინსტაგრამის" მეშვეობით განცხადება გაავრცელა:

"ვამაყობ, რომ ევრო 2024 საუკეთესო ბომბარდირებთან ერთად დავასრულე. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, ამ საოცარ გუნდს, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა."

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ევროპირველობაზე 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც ჰქონდა. უეფამ დამატებით პარამეტრებს ყურადღება აღარ მიაქცია და ჯილდო ყველას გადაუნაწილა, ვის ანგარიშზეც 3 შედეგიანი დარტყმა იყო.

რაც შეეხება მიქაუტაძის საკლუბო მომავალს, ვიცით, რომ ის "მეცს" დატოვებს, ყველაზე მეტად კი "მონაკოს" უკავშირებენ. ეს სატრანსფერო ამბავი
გაიწელა და გამორიცხული არაა, იტალიური "რომა" კვლავ აქტიურობდეს.

altქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...

altესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ერთი და ...მომავალში სხვა მრავალი !..
მამუკა
15 ივლისი 2024 21:01
1
გილოცავთ ყველას.. საუკუნის მიღწევაა ნამდვილად!!!
ჯორჯო ბიძია
15 ივლისი 2024 22:03
2
ამ საუკუნეში უფრო დიდი მიღწევები გვექნება, რიგირიც არის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა და ოქროს ბურთის ბევრი ქართველი მფლიბელი
გიორგი
15 ივლისი 2024 23:15
0
მიქაუტაძემ 3 გოლი (+1 პასი) გაიტანა 4 თამაშში. და ეს საუკეთესო შედეგია გოლი+პასი სისტემით ამ ევროზე. სლოვაკმა შრანცმა გაიტანა 3 გოლი 3 თამაშში პასი არ გაუკეთებია. მარტო გოლების მიხედვით შრანცია ბომბარდირი გოლი+პასით მიქაუტაძე
Geo
15 ივლისი 2024 20:26
5
შრანცმა სამი თამაში რატომ?ოთხი ითამაშა!
sandrex
15 ივლისი 2024 21:57
0
ოლმომ 7 თამაში ითამაშა და არა 4. ესეც უნდა დაგიღეჭოთ და ჩაგიდოთ მაინცდამაინც
Geo
16 ივლისი 2024 07:23
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული