რიბერი "ბაიერნში" დარჩენას აპირებს, მაგრამ არც წასვლას გამორიცხავს

AutoSharing Option
"ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ საკუთარ მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ კარიერის მიუნხენურ კლუბში დასრულება სურს.

"ვისურვებდი "ბაიერნში" დარჩენას, მაგრამ ამას მარტო ვერ გადავწყვეტ, რადგან არსებობს ხელმძღვანელობა. მინდა კარიერის ბოლომდე ვითამაშო აქ, მაგრამ შემიძლია საზღვარგარეთიდან ვარიანტებიც განვიხილო", - ამბობს რიბერი Sport1.de-სთან კომენტარში.

ცოტა ხნის წინ, 34 წლის ფრანგმა აღიარა, რომ ჰქონდა შეთავაზებები ჩინეთიდან და ყატარიდან, მაგრამ უარი თქვა მათზე. რიბერი "ბაიერნში" 2007 წლიდან თამაშობს. მისი მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული