ალფონსო დევისი "რეალში" აღარ გადავა

AutoSharing Option
"ბაიერნის" განაპირა მცველი ალფონსო დევისი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალში" აღარ გადავა, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Cope ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კანადელის მაღალი სახელფასო მოთხოვნების გამო "რეალმა" მის დამატებაზე უარი განაცხადა.

დარჩება თუ არა დევისი "ბაიერნში", ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თუ ალფონსო "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის, მაშინ მიუნხენური კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული