ბუნ­დეს­ლი­გა. IX ტურის წინ: ლი­დე­რი უხა­სი­ა­თოდ, მდე­ვა­რი ხა­სი­ათ­ზე...

AutoSharing Option
ბუნ­დეს­ლი­გის მო­რიგ ტურ­ში სუ­­პერ­მატ­ჩი არ არის, მაგ­რამ არის ისე­თი შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს ყუ­რადღე­ბას იპყ­რო­ბენ. რა თქმა უნ­და, პირ­ველ რიგ­ში ლი­დერ "დორ­ტ­მუნ­დი­სა" და მი­სი
მდევ­რის, "ბა­ი­ერ­ნის" ამ­ბა­ვი უნ­და მო­ვი­კითხოთ.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მას შემ­დეგ, რაც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე სენ­სა­ცი­უ­რად ვერ მო­უ­გო აპო­ელ-ს, ეს ტურ­ნი­რი "დორ­ტ­მუნ­დის­თ­ვის" დას­რუ­ლე­ბუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუნ­დ­მა აქ­ცენ­ტი ბუნ­დეს­ლი­გა­ზე უნ­და გა­და­ი­ტა­ნოს. დორ­ტ­მუნ­დე­ლე­ბი ჩავ­ლენ ფრან­კ­ფურ­ტ­ში, სა­დაც მათ კარგ ფორ­მა­ში მყო­ფი "აინ­ტ­რახ­ტი" ელის.

თუ მას­პინ­ძ­ლე­ბი თით­ქ­მის ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით ითა­მა­შე­ბენ (მა­თი ერ­თა­დერ­თი და­ნაკ­ლი­სი ფა­ლე­ტია), "დორ­ტ­მუნ­დის" შე­მად­გენ­ლო­ბა ისევ გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია. ვერ ითა­მა­შე­ბენ პა­პას­ტატ­პუ­ლო­სი (დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია), დურ­მი,
შმელ­ცე­რი, გე­რე­ი­რო, პიშ­ჩე­კი, ში­ურ­ლე და რო­ი­სი, რაც, თა­ვის­თა­ვად, ბევრ პრობ­ლე­მას უქ­მ­ნის გუნდს.

"ბა­ი­ერ­ნი" ჩა­ვა ჰამ­ბურ­გ­ში, სა­დაც თით­ქ­მის სულ იგებს. მას­პინ­ძ­ლებს მხო­ლოდ ნი­კო­ლაი მი­უ­ლე­რი აკ­ლი­ათ. ეს მა­შინ, რო­ცა "რე­კორ­დ­მა­ის­ტერს" ნო­ი­ე­რი, რი­ბე­რი, ბერ­ნა­ტი და მარ­ტი­ნე­სი არ ეყო­ლე­ბა. მას შემ­დეგ, რაც "ბა­ი­ერნს" იუპ ჰა­ინ­კე­სი და­უბ­რუნ­და, გუნ­დი ძა­ლი­ან კარ­გად თა­მა­შობს და გო­ლი გოლ­ზე გა­აქვს. რაც მთა­ვა­რია, მი­უნ­ხე­ნურ გი­განტს " თა­მა­შის სხვა­ნა­ი­რი ხა­ლი­სი ეტყო­ბა და რო­ცა ხა­სი­ათ­ზეა, მი­სი შე­ჩე­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის­თ­ვის.

ძა­ლი­ან ყო­ჩა­ღი და თვალ­სა­სე­ი­რო "ლა­იპ­ცი­გი" სა­ში­ნაო ას­პა­რეზ­ზე მი­ი­ღებს "შტუტ­გარტს". თუ აღ­მო­სავ­ლეთ­გერ­მა­ნელ­თა ამ­ჟა­მინ­დელ ფორ­მას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, ილ­სან­კე­რის არ­ყოფ­ნა ბუნ­დეს­ლი­გის მიმ­დი­ნა­რე გა­თა­მა­შე­ბის მე­სა­მე­ად­გი­ლოს­ნის­თ­ვის გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მა არ უნ­და იყოს.
მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლი ორი­ვე გუნდს აკ­ლია, მაგ­რამ თვალ­სა­სე­ი­რო უნ­და გა­მოდ­გეს "ვოლ­ფ­ს­ბურ­გი­სა" და "ჰო­ფენ­ჰა­ი­მის" შეხ­ვედ­რა. შე­საძ­ლოა, ამ მატ­ჩ­ში შედ­გეს "მგლე­ბის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ის ნაკ­რე­ბის ფორ­ვარ­დის, მა­რიო გო­მე­სის დაბ­რუ­ნე­ბა, ვინც აქამ­დე ტრავ­მის გა­მო უქ­მობ­და.

"ჰო­ფენ­ჰა­ი­მი" კი წლე­ულს ბუნ­დ­ე­ს­­ლი­გა­ში მა­ღა­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის აპი­რებს ბრძო­ლას და თუ დაც­ვას მი­ხე­დავს, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რი იქ­ნე­ბა, მით უმე­ტეს, რომ შე­ტე­ვა­ში მარ­თ­ლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

ფაქ­ტე­ბი
  • "შალ­კეს" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ბო­ლო სამ მატ­ჩ­ში 2,5-ზე ნაკ­ლე­ბი გო­ლი გა­დის.
  • "აინ­ტ­რახ­ტი" შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია: ბო­ლო 4 შეხ­ვედ­რა­ში 9 ქუ­ლა მო­აგ­რო­ვა.
  • "გლად­ბახ­მა" ბო­ლო სამ ბუნ­დეს­ლი­გურ შეხ­ვედ­რა­ში და­ა­მარ­ცხა "ლე­ვერ­კუ­ზე­ნი".
  • "ლა­იპ­ცი­გი" და "შტუტ­გარ­ტი" ბუნ­დეს­ლი­გა­ში პირ­ვე­ლად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს.
  • "ჰამ­ბურ­გ­მა" "ბა­ი­ერნს" ბუნ­დეს­ლი­გა­ში ბო­ლოს 2009 წელს მო­უ­გო.
  • "კი­ოლ­ნ­სა" და "ვერ­დერს" ის აერ­თი­ა­ნებთ, რომ ბუნ­დეს­ლი­გა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 8 ტუ­რის შემ­დეგ ორი­ვე გუნ­დი პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბის მო­ლო­დინ­შია.
ბუნდესლიგა. IX ტური
პარასკევი, 20 ოქტომბერი
შალკე-მაინცი 22:30

შაბათი, 21 ოქტომბერი
ლაიპციგი-შტუტგარტი 17:30
გლადხახი-ლევერკუზენი 17:30
აინტრახტი-დორტმუნდი 17:30
აუგსბურგი-ჰანოვერი 17:30
ჰამბურგი-ბაიერნი 20:30

კვირა, 22 ოქტომბერი
კიოლნი-ვერდერი 15:30
ფრაიბურგი-ჰერტა 17:30
ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 20:00

ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 9 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული