"ბაიერნის" ვარჯიშზე ორმხრივ თამაშზე მცველი მატს ჰუმელსი და თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ერთ გნდში იყვნენ, ჰუმელსი ხშირად უშვებდა შეცდომებს, ლევანდოვსკი სულ შენიშვნას აძლევდა და ბოლო-ბოლო იჩხუბეს.
თუმცა, ისინი მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა გააშველა. საერთოდ, მსგავს რამეებზე იუპი მშვიდად რეაგირებს და ამბობს, რომ საწვრთნელი პროცესისას ეს ჩვეულებრივი ამბავია.