ბერლინის "ჰერტას" ფანი თამაშის დროს მასტურბაციის გამო დააკავეს

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" გულშემატკივარი შეხვედრის დროს მასტურბაციის გამო დააკავეს. ამის შესახებ გერმანული პრესა იუწყება.

20 წლის ადამიანი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, "შალკესა" და "ჰერტას" მატჩის მიმდინარეობისას, ტრიბუნაზე მასტურბაციით იყო დაკავებული. ეს ფაქტი სტიუარდებს არ გამოჰპარვიათ და გულშემატკივარი პოლიციაში გადაიყვანეს.

შეხვედრა კი გელზერკირხენელებმა მარკო პიაცას გოლით 1:0 მოიგეს.