"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ

AutoSharing Option
"არსენალის" შვეიცარიელი ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონურ კლუბს დატოვებს, მისი გადაბირება კი, ბერლინის "ჰერტას" 35 მილიონ ევროდ სურს.

ბერლინურმა კლუბმა სწორედ 35 მილიონი ევრო შესთავაზა "მეთოფეებს" 27 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ, თუმცა "არსენალი" 40 მილიონს ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს. მოლაპარაკებები მხარეებს შორის აქტიურად მიმდინარეობს.

ოქტომბრის ბოლოს ჯაკას "არსენალის" ფანებთან კონფლიქტი მოუვიდა. ამის შედეგად რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწია და კაპიტნის სამკლაურსაც დაემშვიდობა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული