კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია

AutoSharing Option
"მილანის" ფორვარდი კშიშტოფ პიონტეკი ბერლინში ჩაფრინდა, - იტყობინება Sky Deutschland-ი.

პოლონელი "ჰერტაში" გადასვლამდე სამედიცინო შემოწმების გავლას გეგმავს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბები ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ტრანსფერის თანხად 27 მლნ ევრო სახელდება. "მილანმა" აქამდე ლონდონის "ტოტენჰემის" წინადადება უარყო, რადგან ფეხბურთელის იჯარით გაშვება არ სურდა.

2019/20 წლების სეზონში 27 წლის პიონტეკმა "მილანის" მაისურით ჩატარებულ 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სააგენტო Transfermarkt-ი ფეხბურთელს 32 მლნ ევროდ აფასებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული