მან ფულს ფეხბურთი არჩია: გერმანიის ნაკრების მცველი, რომელიც "კიოლნს" მე-2 ბუნდესლიგაში მიჰყვება

AutoSharing Option
ფეხბურთი მოკვდა და ერთგულება აღარ ფასობს? არა. "კიოლნის" მცველის, იონას ჰექტორის მაგალითი სულ სხვა რაღაცაზე მიგვანიშნებს.

27 წლის უკანახაზელი გერმანიის ნაკრების უცვლელი წევრია და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის მთავარი კანდიდატია.

მისით ისეთი გუნდები არიან დაინტერესებულნი, როგორებიც ტურინის "იუვენტუსი", "ლივერპული" და "ბარსელონაა".

როგორც იცით, "თხები", ფაქტობრივად, მე-2 ბუნდესლიგაში არიან გავარდნილნი და მათ ელიტაში დარჩენისთვის სასწაული თუ იხსნით.

და რას აკეთებს ამ დროს ჰექტორი, რომელსაც წინ მუნდიალი ელოდება
და ინტერესი მის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება?

მან კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა და მზადაა, მომავალ წელს "კიოლნს" ბუნდესლიგაში გადმოსვლაში კვლავ დაეხმაროს.

როგორ ახსნა მან თავისი გადაწყვეტილება? სჯობს, თავად ჰექტორს მოვუსმინოთ:

"კიოლნმა" მე-4 დივიზიონიდან ბუნდესლიგაში თამაშის საშუალება მომცა. ამ გუნდის მეშვეობით მოვხვდი გერმანიის ნაკრებში და უფლება არ მაქვს, ამ რთულ პერიოდში კლუბი მივატოვო", - ამბობს ჰექტორი.

იონასი "თხების" შემადგენლობაში 2010 წელს გადავიდა და 2 სეზონი "კიოლნის" მეორე გუნდში ითამაშა, რის შემდეგაც ძირითადი გუნდის განუყოფელი ნაწილი გახდა.

იოახიმ  ლიოვი მას თითქმის სულ იძახებს გერმანიის ნაკრებში.

ჰექტორს არ ეშინია, რომ მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობა მას გერმანიის ნაკრებში ადგილს დააკარგვინებს.

და ვის უთამაშია ბუნდესმანდშაფტის რიგებში, რომლებიც მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდნენ?

ერთ-ერთი ასეთი სწორედ  ძველი "კიოლნელი" ლუკას პოდოლსკია, რომელიც გერმანიის მე-2 დივიზიონში 2005 წელს ირჯებოდა.

ასეთი ფეხბურთელები ასევე პატრიკ ჰელმესი, ოლივერ ნოევილი და მარკო მარინი იყვნენ.

გერმანელი გულშემატკივარი ჰექტორის საქციელით აღფრთოვანებას ვერ მალავს და სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი ქვეყნდება.

"მან ფულს ფეხბურთი არჩია. იონას ჰექტორი ის ფეხბურთელია, რომლის გამოც ფეხბურთი მიყვარს და ვაფასებ. მინდა მყავდეს "გერლფრენდი", რომელიც იონას ჰექტორს ემსგავსება", - წერენ მომხმარებლები.

"კიოლნი" მე-2 დივიზიონის საგზურს, სავარაუდოდ, 28 აპრილს გაიფორმებს, თუმცა ეს ჰექტორს ნაკლებად ადარდებს, რადგან მან ფულს ფეხბურთი და ერთგულება არჩია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველი ემოცია მართლა დაბურძგვლა იყო. მეორე ის თუ რატომაც მიყვარს ფეხბურთი.აი ამდაგვარი საქციელებისთვის და პიროვნებებისთვის. ყველაზე მაგარ გოლს და ყველა ტიტულს ვამჯობინებ ესეთ საქციელს. ბუფონი მახსენდება კიდე...
ტიმო
18:02 24-04-2018
0
გელფრენდის ადგილას ბოიფრენდი ხომ არ უნდა ეწეროს?
ქინქლაძეც მასე გადაჰყვა სიტის და რაც მივიღეთ კი დავინახეთ..
გიგი
16:33 24-04-2018
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული