"ევერტონმა" 25 წლის ნახევარმცველი 13,5 მილიონ ევროდ გაყიდა

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" ოფიციალურმა საიტმა გვაუწყა, რომ კლუბმა "ევერტონიდან" 25 წლის ნახევარმცველი დევი კლაასენი შეიძინა.

"მუსიკოსებს" აღნიშნული გარიგება 13,5 მილიონი ევრო დაუჯდათ, ფეხბურთელს კი 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

კლაასენი "აიაქსის" აღზრდილია, გასული სეზონის დასაწყისში კი "ევერტონში" გადაბარგდა, თუმცა ლივერპულურ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და კარისკენ მიუთითეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული