"ბაიერნმა" მიუნხენში "ფორტუნა" ვერ დაამარცხა და "დორტმუნდს" 9 ქულით ჩამორჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის მე-12 ტურში "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე დაუზავდა "ფორტუნას" (3:3).

"რეკორდმაისტერმა" გერმანის ჩემპიონატზე სახლში ზედიზედ 4 მატჩი ვერ მოიგო და 1994 წლის ანტირეკორდი გაიმეორა.

ჰეთ-თრიკი დიუსელდორფელთა 21 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა ლუკებაკიომ შეასრულა.

"დორტმუნდმა" კი გასვლაზე 2:1 მოუგო "მაინცს" და მიუნხენურ გუნდს 9 ქულით გაექცა.

კვლავ გაიტანა გოლი ალკასერმა, რომლის კონტრაქტი "ბორუსიამ" "ბარსელონასგან" გამოისყიდა.

მიუნხენი. "ალიანს არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - ფორტუნა 3:3
გოლები: 1:0 ზულე (17), 2:0 მიულერი (20), 2:1 ლუკებაკიო (44), 3:1 მიულერი (58), 3:2 ლუკებაკიო (77), 3:3
ლუკებაკიო (90+3)

მაინცი. "ოპელ
არენა". 33 305 მაყურებელი
მაინცი - დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 ალკასერი (66), ქუარსონი (70), 2:1 პისჟეკი (76)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნის მუქთახორა ბოსების გასაგონად _ თუ ეს გუნდი თქვენთვის მარტო ფულის ტომარაა, პირდაპირ გამოაცხადეთ და ყველას გვეცოდინება. სირცხვილია ბაიერნი ფორტუნას ვერ უგებდეს მიუნხენში.
)))))
02:33 25-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული