ბუნდესლიგის მე-12 ტურში "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე დაუზავდა "ფორტუნას" (3:3).
"რეკორდმაისტერმა" გერმანის ჩემპიონატზე სახლში ზედიზედ 4 მატჩი ვერ მოიგო და 1994 წლის ანტირეკორდი გაიმეორა.
ჰეთ-თრიკი დიუსელდორფელთა 21 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა ლუკებაკიომ შეასრულა.
"დორტმუნდმა" კი გასვლაზე 2:1 მოუგო "მაინცს" და მიუნხენურ გუნდს 9 ქულით გაექცა.
კვლავ გაიტანა გოლი ალკასერმა, რომლის კონტრაქტი "ბორუსიამ" "ბარსელონასგან" გამოისყიდა.
მიუნხენი. "ალიანს არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - ფორტუნა 3:3
გოლები: 1:0 ზულე (17), 2:0 მიულერი (20), 2:1 ლუკებაკიო (44), 3:1 მიულერი (58), 3:2 ლუკებაკიო (77), 3:3
ლუკებაკიო (90+3)
მაინცი. "ოპელ არენა". 33 305 მაყურებელი
მაინცი - დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 ალკასერი (66), ქუარსონი (70), 2:1 პისჟეკი (76)