ოფიციალურად: ფრანკ რიბერი "ფიორენტინას" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
"ფიორენტინამ" ფრანკ რიბერისთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.

გარიგების დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 36 წლის ფრანგი იტალიურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებდა და წელიწადში ხელფასის სახით 4 მლნ ევროს და ბონუსებს აიღებდა.

2007-დან 2019 წლამდე რიბერი მიუნხენის "ბაიერნის" ღირსებას იცავდა. ამ ხნის განმავლობაში რიბერიმ 425 შეხვედრაში 124 გოლი გაიტანა და 182 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რიბერიმ "ბაიერნი" კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უმაგრესი ფეხბურთელი და უმაგრესი პიროვნება. წარმატებები ყველგან, სადაც იქნები!
bavaria
21 აგვისტო 2019 15:29
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული