ჟოზე მოურინიომ "დორტმუნდში" მუშაობა იუკადრისა

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო "დორტმუნდს" სათავეში არ ჩაუდგება.

El Chiringuito-ს ცნობით, პორტუგალიელმა მწვრთნელმა "დორტმუნდში" მუშაობაზე უარი განაცხადა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დორტმუნდი" მწვრთნელ ლუსენ ფავრს გადააყენებდა და მის ნაცვლად მოურინიოს მიიწვევდა.

მოურინიოს კარგი ურთიერთობა აქვს და ხშირად ეკონტაქტება გერმანული კლუბის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჰანს-იოახიმ ვატცკეს, მაგრამ უფრო დიდ გუნდში უნდა მუშაობა.

"დორტმუნდი" 8 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "გლადბახს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

ასევე დაგაინტერესებთ