ჟოზე მოურინიოს ახალი მსურველი გამოუჩნდა - გერმანული გრანდი

AutoSharing Option
გერმანული Sport Bild-ის ინფორმაციით, დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ჟოზე მოურინიოს კანდიდატურას განიხილავს.

გუნდის ამჟამინდელ თავკაც ლუსენ ფავრს სიტუაციის გამოსასწორებლად გარკვეული დრო მისცეს. ხელმძღვანელობა მწვრთნელისაგან ბუნდესლიგაში პოზიციების გაუმჯობესებას და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლას ითხოვს.

შვეიცარიელი სპეციალისტის ბედი ნოემბრის ბოლოს გაირკვევა. მართალია, კლუბს მწვრთნელის შუა სეზონში გაშვება არ სურს, თუმცა ცუდი შედეგების პირობებში ამაზეც წამსვლელები არიან.

რაც შეეხება პორტუგალიელს, მოურინიო ხშირად ეკონტაქტება "ბორუსიას" დირექტორთა მმართველი საბჭოს წევრ ჰანს იოაკიმ ვატცკეს და მოულოდნელი სულაც არ ყოფილა მის სავარაუდო დანიშვნაზე გავრცელებული
ინფორმაცია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული