ჟოზე მოურინიო შესაძლოა, "რეალში" დაბრუნდეს.
El Chiringuito-ს ჟურნალისტი ბორხა მასარო იუწყება, რომ "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჟოზე მოურინიოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაისთან" წაგების შემთხვევაში პერესი მწვრთნელ ზინედინ ზიდანს გადააყენებს.
მოურინიო "რეალს" 2010-13 წლებში ედგა სათავეში.