ნახევარმცველი ემრე ჯანი "იუვენტუსიდან" "დორტმუნდში" გადავიდა.
"დორტმუნდმა" ჯანი სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანა და "იუვენტუსს" 1 მილიონ ევროს გადაუხდის.
გერმანული კლუბის საიტის ცნობით, თუ შეთანხმების პირობები შესრულდა, ჯანის კონტრაქტის 25 მილიონად გამოსყიდვა შეეძლებათ და ამ თანხას 3 წლის მანძილზე დაფარავენ.
ჯანმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.