"ბაიერნმა" გაიმარჯვა, ლევანდოვსკიმ ზედიზედ მე-5 სეზონში 40+ გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
განახლებული ბუნდესლიგის 26-ე ტურში "ბაიერნმა" ბერლინში ადგილობრივი "უნიონი" 2:0 დაამარცხა.

უნდა ითქვას, ორთვიანმა უქმობამ გუნდების სათამაშო ფორმაზე აშკარად იმოქმედა, მაყურებლების გარეშე მატჩმა ხიბლიც დაკარგა და ერთობ უნიათო სანახაობა იყო.

"ბაიერნი" 58 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "დორტმუნდს" 4 ქულით უსწრებს. მიუნხენურმა გუნდმა ბოლო 5 შეხვედრა საერთო ანგარიშით 17:3 მოიგო.

"ბაიერნის" 31 წლის თავდამსხმელმა ლევანდოვსკიმ კლუბში მიმდინარე სეზონში მე-40 გოლი გაიტანა - 26 ჩემპიონატზე, 11 ჩემპიონთა ლიგაზე და 3 თასზე. მან 40 და მეტი გოლი ზედიზედ 5 სეზონში გაიტანა. საუკეთესო მაჩვენებელი 43
გოლია - 2016/17 წლების სეზონში.

მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყო ტრავმირებული ნახევარმცველი აკაკი გოგია.


უნიონი - ბაიერნი
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (40, პენ), 0:2 პავარი (81)


დღესვე "კიოლნისა" და "მაინცის" შეხვედრა 2:2 დასრულდა.

კიოლნი - მაინცი 2:2
გოლები: 1:0 უტი (6, პენ), 2:0 კაინცი (53), 2:1 ავონიი (61), 2:2 მალონგი (72)
მკითხველის კომენტარები / 2 /
გიგიას ურგვლივ იქნებ დაწეროთ რა სიტუაციაა, როდის მოირჩენს ტრავმას? რა დაიზიანა ისეთი რომ თითქმის მთელი სეზონი გაუცდა
გიორგი
04:36 18-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული