"დორტმუნდმა" და "ბაიერმა" კვლავ იმარჯვეს - ჰავერცმა ისევ დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
23 მაისს, ბუნდესლიგის 27-ე ტურის 4 მატჩი გაიმართა. აღსანიშნავია "დორტმუნდისა" და "ბაიერის" მორიგი გამარჯვებები.

"დორტმუნდმა" სტუმრად "ვოლფსბურგს" სძლია და კვლავ გაიტანა გოლი პორტუგალიელმა ლეგიონერმა გერეირუმ.

"დორტმუნდი" ისევ მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბაიერნს" 1 ქულით ჩამორჩება.

"დორტმუნდში ჩემპიონატზე 250-ე მატჩი ჩაატარა მცველმა ჰუმელსმა, ხოლო გუნდი ნახევარმცველმა გიოტცემ დატოვა. სანჩომ გერმანიის მიმდინარე ჩემპიონატზე მე-16 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს სეზონში ამ გუნდის რეკორდია. 20 წლის ინგლისელმა ამ სეზონში ბუნდესლიგაზე 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა.

ვოლფსბურგი - დორტმუნდი 0:2
გოლები: 0:1
გერეირუ (32), 0:2 ჰაკიმი (78)
გაძევება: კლაუსი (80, ვერდერი)


"ბაიერმა" ისევ მოიგო და ისევ დუბლი შეასრულა 20 წლის ნახევრმცველმა კაი ჰავერცმა, რომლის ანგარიშზე 2020 წელს ყველა ტურნირზე 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

ამ გამარჯვებით ლევერკუზენელები მესამე ადგილზე დამკვიდრდნენ.

გლადბახი - ბაიერი 1:3
გოლები: 0:1 ჰავერცი (7), 1:1 ტიურამი (52), 1:2 ჰავერცი (58, პენ), 1:3 ბენდერი (81)


ფრაიბურგი - ვერდერი 0:1
გოლი: 0:1 ბიტენკური (19)
გაძევება: ბარგფრედე (88, ვერდერი)

პადერბორნი - ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 0:1 სკოვი (4), 1:1 სრბენი (9)

20:30 საათზე "ბაიერნისა" და "აინტრახტის" შეხვედრა დაიწყება.

24 მაისს კი ტურის დარჩენილი 3 მატჩი ჩატარდება: "შალკე" - "აუგსბურგი", "მაინცი" - "ლაიპციგი" და "კიოლნი" - "ფორტუნა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული