"დორტმუნდმა" "პადერბორნი" გაანადგურა - სანჩომ ჰეთ-თრიკი შეასრულა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 29-ე ტურში "დორტმუნდმა" გასვლაზე 6:1 დაამარცხა "პადერბორნი".

"დორტმუნდი" მეორე ადგილზეა და ლიდერ "ბაიერნს" 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო უახლოეს მდევრებს - "გლადბახსა" და "ბაიერს" 4 ქულით უსწრებს.

ნახევარმცველმა ჯეიდონ სანჩომ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. 20 წლის ინგლისელმა მიმდინარე გათამაშების 26 მატჩში 17 გოლი დ 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"დორტმუნდმა" ამ სეზონში ჩემპიონატზე 80 გოლი გაიტანა და თავისი საკლუბო რეკორდი დაამხო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდმა 2015/16 წლების სეზონში გაიტანა - 82.

პადერბორნი - დორტმუნდი 1:6
გოლები: 0:1 ტ. აზარი (54), 0:2
სანჩო (57), 1:2 ჰუნემეიერი (72, პენ), 1:3 სანჩო (74), 1:4 ჰაკიმი (85), 1:5 შმელცერი (89), 1:6 სანჩო (90+1)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული